დაბადება 44:4
ქალაქს შორს არ იყვნენ გაცილებულნი, როდესაც უთხრა იოსებმა თავისი სახლის მოურავს: „დაედევნე იმ ხალხს, დაეწიე და უთხარი: ‘რატომ მომაგეთ ბოროტი კეთილის წილ?’
ფსალმუნები 34:12
სიკეთის წილ ბოროტებით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
ფსალმუნები 37:20
კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი, იმისთვის მემტერებიან, სიკეთეს რომ მივყვები.
ფსალმუნები 108:5
კეთილის წილ ბოროტი მომაგეს და ჩემი სიყვარულის წილ – სიძულვილი.
იგავნი 17:13
ვინც სიკეთის წილ ბოროტს მიაგებს, სახლში სიავე არ გამოელევა.
იერემია 18:20
განა სიკეთეს ბოროტებით უხდიან, ორმო რომ გამითხარეს? გაიხსენე, შენ წინაშე რომ ვიდექი და მათდა სასიკეთოდ ვლაპარაკობდი, შენი რისხვა რომ შემებრუნებინა მათგან.
ფსალმუნები 7:4
თუ ჩემთვის მშვიდობის მსურველს ბოროტებით გადავუხადე ან თუ გამეძარცვოს ის, ვინც უმიზეზოდ მმტრობს,
მსგავსი თემები: