სიკეთის მოძულება ბიბლიის მუხლები

მიქა 3:2
სიკეთის მოძულენი და ბოროტების მოყვარულნი ხართ; ჩემს ხალხს ტყავს აძრობთ და ძვლებიდან ხორცს აგლეჯთ.

2 ტიმოთეს 3:3
ერთმანეთის მოძულენი, შეურიგებელნი, ცილისმწამებელნი, შეუკავებელნი, მოღალატენი, გასასტიკებულნი, კეთილის მოძულენი,

ფსალმუნები 119:6
დიდხანს ვცხოვრობდი მშვიდობის მოძულეებთან ერთად.

იგავები 1:22
როდემდის უნდა უყვარდეთ უგუნურებს სიბრიყვე? როდემდის უნდა ტკბებოდნენ თავქარიანები თავქარიანობით? და როდემდის უნდა სძულდეთ სულელებს ცოდნა?

იგავები 1:29
რაკი მოიძულეს ცოდნა და უფლის შიში არ ირჩიეს,

იგავები 5:12
და იტყვი: „რად მოვიძულე დარიგება და შეგონება რად შეიძაგა ჩემმა გულმა?

იგავები 12:1
ვისაც წვრთნა უყვარს, ცოდნაც უყვარს, უგუნურს კი სძულს მხილება.

იგავები 13:19
აღსრულებული სურვილი სულს ეამება, რეგვენს კი სძაგს ბოროტებისაგან განდგომა.

მიქა 3:9
ისმინეთ ეს, იაკობის სახლის მთავარნო და ისრაელის სახლის განმგებელნო, რომელთაც შეგიძულებიათ სამართალი და ყოველივე წრფელი გაგიმრუდებიათ.

გალატელთა 6:9
სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის ჟამს მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით.

იაკობის 4:17
ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება მას.

იერემია 4:22
რეგვენია ჩემი ხალხი, მე არა მცნობს! ბრიყვი ბავშვები არიან ისინი. უგნურნი არიან ისინი, ჭკუა მხოლოდ ბოროტებისთვის ჰყოფნით, სიკეთის გაკეთება კი არ იციან.

Close
Close