სიცილი ბიბლიის მუხლები

იგავნი 31:25
ძალითა და ღირსებით არის შემოსილი და უღიმის მომავალს.

მათეს 9:24
უთხრა მათ: „წადით აქედან, რადგან არ მომკვდარა გოგონა, არამედ სძინავს“. და სასაცილოდ აიგდეს იგი.

მარკოზის 5:40
დასცინეს მას. მან კი ყველანი გამოაძევა, გაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თანმხლებნი და შევიდა, სადაც ბავშვი იყო.

ლუკას 8:53
ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.

იობი 41:29
ბზედ მიაჩნია რკინა და შუბის ზუზუნზე ეცინება.

ფსალმუნები 51:6
ნახავენ მართალნი და შეშინდებიან, გაიცინებენ მასზე და იტყვიან:

აბაკუმი 1:10
მეფეებს დასცინიან, მთავრებს მასხრად იგდებენ. ყველა ციხე-სიმაგრეს დასცინიან, მიწაყრილებს ახვავებენ და იპყრობენ.

ფსალმუნები 2:4
გაიცინებს ზეცის მკვიდრი, დასცინებს მათ უფალი.

ფსალმუნები 36:13
მაგრამ უფალი დასცინებს მას, ვინაიდან, ხედავს რომ მოდის მისი დღე.

ფსალმუნები 58:8
შენ კი გაიცინებ მათზე უფალო, დასცინებ ყველა ხალხს.

იგავნი 1:26
მეც გავიცინებ თქვენს უბედურებაზე და დაგცინებთ, როცა აგიტანთ ძრწოლა.

ფსალმუნები 125:2
მაშინ სიცილით აივსო ჩვენი პირი და ჩვენი ენა – სიხარულის შეძახილით. მაშინ ამბობდნენ ერებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა მათთვის უფალმა.

ლუკას 6:21
ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, რადგან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, რადგან გაიცინებთ.

იობი 5:22
გაჭირვებასა და შიმშილს დასცინებ და ველურ მხეცებს არ შეუშინდები.

იობი 8:21
ისევ აგივსებს პირს სიცილით და ბაგეებს სიხარულის ყიჟინით.

იერემია 51:39
როცა გახურდებიან, ნადიმს მოვუწყობ და დავათრობ, რათა გამხიარულდნენ, სამარადისო ძილით დაიძინონ და აღარ გამოიღვიძონ“ – ამბობს უფალი.

იგავნი 14:13
სიცილის დროსაც კი წუხს გული და შესაძლოა, მხიარულება წუხილით დაბოლოვდეს.

ლუკას 6:25
ვაი თქვენ, მაძღარნო, რადგან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.

იაკობის 4:9
დანაღვლიანდით, იგლოვეთ და იტირეთ. თქვენი სიცილი გლოვად იქცეს, სიხარული კი – მწუხარებად.

დაბადება 18:12-15
გაეცინა სარას გულში და თქვა: „როგორ უნდა განვიცადო მოხუცმა სიამე? და ჩემი ბატონიც ხომ მოხუცია!“  და უთხრა უფალმა აბრაჰამს: „რად გაიცინა სარამ ამ სიტყვებით: ‘ნუთუ მართლა ვშობ ამ მოხუცობისას’?  განა უფლისთვის შეუძლებელია რაიმე? დათქმულ დროს, გაისად დავბრუნდები შენთან; და ეყოლება სარას ძე!“  შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: „არა, გაიცინე!“

ფსალმუნები 21:7-8
ყველა, ვინც მხედავს, დამცინის; მქირდავენ და თავს აქნევენ.  უფალს მიენდო და უფალმა იხსნას; მან გადაარჩინოს, რაკი ისურვა იგი.