შვიდი სული ბიბლიის მუხლები

გამოცხადება 1:4
იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის; და შვიდი სულისგან, მისი ტახტის წინაშე რომ არიან;

გამოცხადება 1:20
რაც შეეხება შვიდი ვარსკვლავის საიდუმლოს, ჩემს მარჯვენაში რომ იხილე, და ოქროს შვიდ სალამპრეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სალამპრე შვიდი ეკლესიაა”.

გამოცხადება 3:1
„სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს-თქო, ვისაც ღვთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი აქვს: ვიცი შენი საქმენი, რომ ცოცხალის სახელი გაქვს, შენ კი მკვდარი ხარ.

გამოცხადება 4:5
ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი; ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ანთია, რომლებიც შვიდი სულია ღვთისა.

გამოცხადება 5:6
შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცოცხალ არსებას შორის და უხუცესებს შორის დგას კრავი, როგორც დაკლული, შვიდი რქა და შვიდი თვალი აქვს, რომლებიც ღვთის შვიდი სულია, წარმოგზავნილნი მთელ დედამიწაზე.

გამოცხადება 8:2
ვიხილე შვიდი ანგელოზი, ღვთის წინ რომ იდგნენ; და მიეცა მათ შვიდი საყვირი.

გამოცხადება 8:6
და შვიდი ანგელოზი, შვიდი საყვირი რომ ჰქონდა, მოემზადა დასაყვირებლად.

გამოცხადება 15:1
და ვიხილე სხვა ნიშანი ზეცაში, დიდი და საკვირველი; შვიდი ანგელოზი უკანასკნელი შვიდი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის რისხვა.

გამოცხადება 15:6-8
გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, შვიდი წყლულის მქონე, წმიდა და ნათელი სელის სამოსელით შემოსილნი და მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ. ოთხი ცხოველიდან ერთმა შვიდ ანგელოზს შვიდი ოქროს თასი მისცა, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი ღმერთის რისხვით სავსე. და აივსო ტაძარი კვამლით ღვთის დიდებისა და მისი ძალისგან, და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული.

გამოცხადება 16:1
და გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, შვიდი ანგელოზისადმი მიმართული: “წადით და დედამიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი”.

გამოცხადება 17:1
მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, შვიდი თასი რომ ჰქონდათ, დამელაპარაკა და მითხრა: “მოდი და გაჩვენებ მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის სამსჯავროს.

გამოცხადება 21:9
და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, უკანასკნელი წყლულებით სავსე შვიდი თასი რომ ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი და გაჩვენებ საპატარძლოს, კრავის ცოლს”.

ლუკას 8:2
ასევე ზოგი დედაკაციც, რომლებიც ავი სულებისა და სნეულებებისგან განკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა;

მათეს 12:44-45
მერე ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი; როცა მივა, იპოვის მას ცარიელს, დაგვილსა და მოვლილს, მაშინ წავა და თან მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე ბოროტს, შევლენ და დამკვიდრდებიან იქ. იმ კაცისთვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ თაობასაც”.