შველა უქონლობისას ბიბლიის მუხლები

2 ნეშტთა 20:9
როცა ბოროტება მოვა ჩვენზე, განკითხვის მახვილი ან შავი ჭირი და შიმშილი, დავდგებით ამ სახლის წინაშე და შენ წინაშე, რადგან შენს სახელზეა ეს სახლი და შემოგღაღადებთ ჩვენს გასაჭირს, რათა ისმინო და გვიხსნა.

ესაია 4:1
ჩაეჭიდება შვიდი ქალი ერთ კაცს იმ დღეს და ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენი სამოსელით შევიმოსებით, ოღონდ კი შენი სახელით ვიწოდებოდეთ, ჩამოგვაცილე სირცხვილი“.

რომაელთა 8:35
ვინ ჩამოგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ჭირი თუ შევიწროება, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?

იობი 5:20
შიმშილობის ჟამს სიკვდილისგან გიხსნის და ბრძოლის დროს – მახვილის ძალისგან.

ფსალმუნები 36:16
მართლის მცირედი სჯობია უკეთურთა დიდ სიმდიდრეს.

ფილიპელთა 4:12
ვიცი გაჭირვებაში ცხოვრებაც და ვიცი სიუხვეშიც, მიჩვეული ვარ ყველაფერს და ყოველივეს: სიმაძღრეს და შიმშილს, სიუხვესა და ხელმოკლეობას.

იაკობი 2:15
თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია,