ფსალმუნები 55:3-4
როდესაც მეშინია, შენზე ვდებ იმედს. ღმერთზე, რომლის სიტყვასაც ვაქებ; ღმერთზე ვარ მინდობილი და არ მეშინია, რას მიზამს ხორციელი?
ებრაელთა 13:6
ამიტომ თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?”
ესაია 12:2
აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა”.
ფსალმუნები 3:6
ვერ შემაშინებს ხალხის სიმრავლე, გარს რომ მერტყმის ყოველი მხრიდან.
ფსალმუნები 26:1
უფალი ღმერთი შუქია ჩემი და გადარჩენა – ვის შევუშინდე? ჩემი სიცოცხლის ბურჯია უფალი – ვინ შემაძრწუნებს?
ფსალმუნები 22:4
სიკვდილის აჩრდილთა ველზეც რომ ვიარო, ბოროტების არ შემეშინდება, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
ფსალმუნები 26:3
ლაშქარმაც რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; ომიც რომ ატყდეს ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.
ფსალმუნები 117:6
უფალი ჩემთანაა – არ მეშინია, რას მიზამს კაცი?
ფსალმუნები 55:3
როდესაც მეშინია, შენზე ვდებ იმედს.
ფსალმუნები 33:4
ვეძებდი უფალს და მიპასუხა, დამიხსნა ყველა ჩემი შიშისგან.
ებრაელთა 10:38
ვინაიდან ჩემი მართალი იცოცხლებს რწმენით, ხოლო თუ უკან მიიქცევა, ჩემი სული არ მოიწონებს მას.
ფსალმუნები 45:1-2
ღმერთია ჩვენი თავშესაფარი და ძალა, სწრაფი შემწე გაჭირვების ჟამს. ამიტომ არ შეგვეშინდება, სახეც რომ იცვალოს დედამიწამ, მთებიც რომ ჩაცვივდნენ ზღვათა შუაგულში.
იგავნი 1:33
ხოლო ვინც მომისმენს, მშვიდად იცხოვრებს და ბოროტების შიშის გარეშე მოისვენებს”.
ფსალმუნები 111:5-8
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი, სამართლიანად რომ წარმართავს თავის საქმეს; უკუნისამდე არ წაბორძიკდება; მარადიული იქნება მართლის ხსოვნა. ცუდი ამბისა არ შეეშინდება, მტკიცეა მისი გული, უფალზეა მინდობილი. მტკიცეა მისი გული; არ შეშინდება და ბოლოს გამარჯვებით დახედავს თავის მტრებს.
მიქა 4:4
და დაჯდება თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ და აღარაფერს შეუშინდება, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგემ ბრძანა.
იობი 5:22
გაჭირვებასა და შიმშილს დასცინებ და ველურ მხეცებს არ შეუშინდები.
რომაელთა 8:15
ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „აბბა, მამაო!”
ესაია 54:14
სიმართლით განმტკიცდები, შორს იქნები ჩაგვრისაგან, არ შეძრწუნდები და შიშის ზარი არ აგიტანს შენ.
1 იოანეს 4:18
სიყვარულში არ არის შიში, არამედ სრული სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიშში ტანჯვაა, მშიშარა კი სრული არ არის სიყვარულში.