ფსალმუნები 36:19
არ შერცხვებიან სიავის ჟამს და შიმშილის დღეებში დაპურდებიან.
ამოსი 8:11-12
აჰა, მოდის დღეები – ამბობს უფალი ღმერთი – შიმშილს დავუშვებ ქვეყანაზე; არა პურის შიმშილს და წყლის წყურვილს, არამედ ღმერთის სიტყვის მოსმენის წყურვილს. იწანწალებენ ზღვიდან ზღვამდე და იხეტიალებენ ჩრდილოეთიდან აღმოსავლეთამდე უფლის სიტყვის სათხოვნელად, მაგრამ ვერ იპოვნიან.
იოველი 2:12-17
„თუმცა, ახლაც” – ამბობს უფალი, – „დამიბრუნდით მთელი თქვენი გულით, მარხვით, ტირილითა და გლოვით; გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი! მოუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს! ვინაიდან შემწყნარებელი და მწყალობელია იგი, სულგრძელი და დიდადმოწყალე და წუხს ბოროტებაზე. ვინ იცის, იქნებ მობრუნდეს და გვითანაგრძნოს, თან მოიყოლოს უფლის, თქვენი ღმერთის კურთხევა, მარცვლეული და საღვრელი შესაწირი. საყვირს ჩაბერეთ სიონზე, მარხვა დათქვით, გამოაცხადეთ შეკრება. ხალხი შეკრიბეთ, კრებული განწმიდეთ, უხუცესნი მოიწვიეთ, ყრმანი და ძუძუმწოვარნი შეკრიბეთ, გამოვიდეს ნეფე თავისი საწოლი ოთახიდან და პატარძალი თავისი სამყოფელიდან. დერეფანსა და სამსხვერპლოს შორის იტირონ მღვდლებმა, უფლის მსახურებმა და თქვან: შეიბრალე, უფალო, ხალხი შენი და ნუ მისცემ შენს სამკვიდრებელს შესარცხვენად და სალანძღად ერებს. რატომ უნდა ამბობდნენ ხალხები, სად არისო მათი ღმერთი?
ლუკას 21:11
იქნება დიდი მიწისძვრები, ადგილ-ადგილ შიმშილობა და ჭირიანობა, საშინელებები და დიდი ნიშნები ზეციდან;
გამოცხადება 6:9
შევხედე და, აჰა, ფერმიხდილი ცხენი და მისი მხედარი; სახელი მისი – სიკვდილი; ჯოჯოხეთი მოჰყვებოდა მას და მიეცა ხელმწიფება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცა მახვილითა და შიმშილით, ჭირითა და მიწის მხეცებით.
გამოცხადება 18:8
ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, ვინაიდან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.
ლევიანნი 26:18-20
თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდჯერ გაგიზრდით სასჯელს თქვენი ცოდვების გამო. გავტეხ თქვენი სიძლიერის სიამაყეს, რკინად გიქცევთ ცას და სპილენძად – მიწას. ფუჭად დაილევა თქვენი ძალა, არ გამოიღებს მოსავალს თქვენი მიწა და არ მოისხამს ხე ნაყოფს.
იერემია 8:13
„მე წავართმევ მათ მოსავალს, ამბობს უფალი, ყურძენი აღარ შერჩება ვაზს და ლეღვი – ლეღვის ხეს; ფოთოლი დაჭკნება და, რაც მივეცი, ხელიდან გამოეცლებათ”.
იერემია 51:36
ამიტომ ასე ამბობს უფალი: „მე გავარჩევ შენს საქმეს და ვიძიებ შურს შენ გამო, მის ზღვას ამოვაშრობ და მის ნაკადულს დავაშრობ.
ეზეკიელი 22:24
„ძეო კაცისავ! უთხარი მას: განუწმედავი მიწა ხარ, არც წვიმით დანამულხარ მრისხანების დღეს.
ეზეკიელი 30:12
ხმელეთად ვაქცევ მდინარეებს და მივყიდი ამ მიწას ბოროტთა ხელს, ავაოხრებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით. მე, უფალმა ვთქვი.
ოსია 13:15
თუმცა ნაყოფიერია იგი ძმათა შორის, მაგრამ ამოვარდება აღმოსავლეთის ქარი, უფლის ქარი ამოვარდება უდაბნოდან და დაშრება მისი წყაროები, დაიშრიტება მისი სათავეები და ის გაძარცვავს მთელი მისი ძვირფასი ჭურჭლეულის საგანძურს.
ამოსი 4:6-8
კბილები აგიკაწკაწეთ ყველა თქვენს ქალაქში და პური მოგაკელით ყველა თქვენს ადგილზე, მაგრამ არ მობრუნდით ჩემკენ! – ამბობს უფალი. წვიმაც დაგიკავეთ სამ თვეს მკამდე. ერთ ქალაქზე ვაწვიმებდი, მეორეზე კი არ ვაწვიმებდი. ერთი ნაკვეთი გაჟღენთილი იყო, მეორე კი, რომელზეც არ ვაწვიმებდი – გამომშრალი. ქალაქიდან ქალაქში დადიოდა ხალხი, წყალი რომ დაელიათ; ვერ დაიცხრეს წყურვილი, მაგრამ მაინც არ დაბრუნებულხართ ჩემთან! – ამბობს უფალი.
ნაუმი 1:4
გაკიცხავს ზღვას და ამოაშრობს, დაშრეტს ყველა მდინარეს. გახმება ბაშანი და ქარმელი, დაჭკნება ლიბანის ყვავილი.
იობი 5:20
შიმშილობის ჟამს სიკვდილისგან გიხსნის და ბრძოლის დროს – მახვილის ძალისგან.