მთავარითემები „შ"შეხედულებები

შეხედულებები

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 7:25
    ქალწულთა შესახებ არ მიმიღია ბრძანება უფლისგან, მხოლოდ რჩევას გაძლევთ, რადგან სარწმუნო ვარ უფლის წყალობით.
  2. 2 კორინთელთა 8:10
    ჩემს აზრს გეტყვით ამაზე: რადგან სასარგებლო იქნება არამხოლოდ აღასრულოთ ის, რაც შარშან პირველებმა წამოიწყეთ, არამედ ხალისიც იქონიოთ.
  3. იობი 32:17
    ვთქვი: მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ ჩემს შეხედულებას.
  4. იგავნი 18:2
    ბრიყვს გონიერება კი არ ეამება, არამედ მხოლოდ თავისი აზრის - გამხელა.
  5. იოანეს 7:12-13
    ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე ხალხში. ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო, სხვები კი - არა, ხალხს აცდუნებსო. ოღონდ იუდევლებისადმი შიშის გამო ღიად არავინ ლაპარაკობდა მასზე.
  6. 1 კორინთელთა 7:12
    სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ რომელიმე ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ გაეყრება მას;
  7. 2 კორინთელთა 6:8-10
    დიდებასა და სირცხვილში, გმობასა და ქებაში; მაცდურებად გვთვლიან, მაგრამ ჭეშმარიტნი; ვითომც უცნობნი, მაგრამ ცნობილნი; ვითომც მომაკვდავნი, და აჰა, ვცოცხლობთ; გვსჯიან, მაგრამ არ ვკვდებით; თითქოს მწუხარენი, მაგრამ მუდამ მოხარულნი; ვითომც ღატაკნი, მაგრამ მრავალთა გამამდიდრებელნი; როგორც არასმქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი.
  8. 2 პეტრეს 2:1
    მაგრამ ცრუწინასწარმეტყველნიც იყვნენ ხალხში, ისევე, როგორც თქვენშიც გეყოლებათ ცრუმოძღვარნი, რომლებიც დამღუპველ მწვალებლობას შემოიღებენ, თავიანთ გამომსყიდველ ხელმწიფეს უარყოფენ და სწრაფ დაღუპვას მოიწევენ თავზე.
  9. 3 მეფეთა 18:21
    მივიდა ამ ხალხთან ელია და უთხრა: „როდემდე უნდა მერყეობდეთ ორ აზრს შორის? თუ უფალია ღმერთი, მის კვალს გაჰყევით! მაგრამ, თუ ბაყალია - მაშინ მის კვალს გაჰყევით!” ხმა არ ამოიღო ხალხმა.
  10. ესაია 1:18
    მერე მოდით და ვიდავოთ, ამბობს უფალი, მეწამულივით რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გასპეტაკდება და ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლივით გათეთრდება.

← ყველა თემა „შ"-ზე

Close
Close