დაბადება 20:9
მოიხმო აბიმელექმა აბრაჰამი და უთხრა: „ეს რა გვიყავი? რა შეგცოდე, რომ მოაწიე ჩემზე და მთელ ჩემს სამეფოზე დიდი ცოდვა? საქმე, რომელიც არ ჩადენილა, ჩაიდინე ჩემთან!”
გამოსვლა 9:27
წარგზავნა ფარაონმა, დაიბარა მოსე და აჰარონი და უთხრა: „ამჯერად შევცოდე; მართალია უფალი, მე და ჩემი ხალხი კი დამნაშავენი ვართ.
გამოსვლა 10:16
სასწრაფოდ მიიწვია ფარაონმა მოსე და აჰარონი და უთხრა: „შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთისა და თქვენს წინაშე.
რიცხვნი 21:7
მივიდა ხალხი მოსესთან და უთხრა: „შევცოდეთ, რადგან ვილაპარაკეთ უფლისა და შენს წინააღმდეგ; ილოცე უფლისადმი, რომ მოგვაშოროს გველი”. და ილოცა მოსემ ხალხისთვის.
იესო ნავეს ძე 7:20
მიუგო ყაქანმა იეშუას: „ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ცუდად მოვიქეცი:
მსაჯულნი 10:10
შეჰღაღადეს უფალს ისრაელის ძეებმა და უთხრეს: „შევცოდეთ შენს წინააღმდეგ, რადგან მივატოვეთ ჩვენი ღმერთი და ვემსახურებოდით ბაყალებს!”
1 მეფეთა 7:6
შეიკრიბნენ მიცფაში, ხაპავდნენ წყალს და ღვრიდნენ უფლის წინაშე; იმარხულეს იმ დღეს და თქვეს: „შევცოდეთ უფალს”. და განსჯიდა სამუელი ისრაელის ძეებს მიცფაში.
1 მეფეთა 12:10
შეჰღაღადეს უფალს და თქვეს: შევცოდეთ, რადგან მივატოვეთ უფალი და ვემსახურებოდით ბაყალებსა და ყაშთაროთებს. ახლა გვიხსენი მტრების ხელიდან და გემსახურებით.
1 მეფეთა 15:21
მიუგო საულმა სამუელს: „შევცოდე, რადგან გადავუხვიე უფლის ბრძანებას და შენს სიტყვებს, რადგან შემეშინდა ხალხისა და მისი ხმა შევისმინე.
1 მეფეთა 15:30
მიუგო საულმა: „შევცოდე. გემუდარები, დამდე ახლა პატივი ჩემი ხალხის უხუცესებისა და ისრაელის წინაშე და დაბრუნდი ჩემთან ერთად, რათა თაყვანი ვცე უფალს, შენს ღმერთს”.
2 მეფეთა 12:13
და უთხრა დავითმა ნათანს: „შევცოდე უფალს”. უთხრა ნათანმა: „უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები!
ნეემია 1:6
მომაპყარი ახლა შენი ყური, ხოლო შენი თვალები გახელილი იყოს, რათა ისმინო შენი მსახურის ლოცვა შენ წინაშე, რომელსაც შენს მსახურებზე, ისრაელის ძეებზე აღვავლენ დღედაღამ. ვაღიარებ ისრაელის ძეთა ცოდვებს, რომლებითაც შეგცოდეთ შენ: მე და მამაჩემის სახლეულმაც შევცოდეთ.
იობი 33:27
შეხედავს ადამიანებს და იტყვის: შევცოდე და სწორი გავაუკუღმართე, მაგრამ საზღაური არ მომაგო.
ფსალმუნები 40:4
ვთქვი უფალო: შემიწყალე და განმკურნე, რადგან შეგცოდე.
ფსალმუნები 105:6
შევცოდეთ ჩვენი მამებივით, მრუდედ და ბოროტად მოვიქეცით.
იერემია 14:20
ვიცი, უფალო, ჩვენი ბოროტება, ჩვენი მამების ურჯულოება, რადგან შენ წინააღმდეგ შევცოდეთ.
გოდება იერემიასი 3:42
ჩვენ დავაშავეთ და გეურჩებოდით, შენ არ გვაპატიე.
გოდება იერემიასი 5:16
გვირგვინები დაგვცვივდა თავებიდან; ვაი ჩვენ, რადგან შევცოდეთ.
დანიელი 9:5
აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს.
დანიელი 9:5-11
აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს. ყურს არ ვუგდებდით შენს მსახურ წინასწარმეტყველთ, შენი სახელით რომ ელაპარაკებოდნენ ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებსა და ქვეყნის მთელ ხალხს. სიმართლე შენ გეკუთვნის, უფალო, ჩვენ კი დღეს სირცხვილი გვაქვს სახეზე, იუდას კაცებს, იერუსალიმის მკვიდრებს, მთელ ისრაელს, ახლო თუ შორეულ ქვეყნებში მყოფებს, სადაც განდევნე მათი ორგულობის გამო, შენ მიმართ რომ გამოიჩინეს. უფალო, ჩვენს მეფეებს, ჩვენს მთავრებს, ჩვენს მამებს სირცხვილი აქვთ სახეზე, რადგან შევცოდეთ შენს წინააღმდეგ. უფალო, ღმერთო, მოწყალე ხარ და შენთანაა პატიება, ჩვენ კი განგიდექით. ყური არ დავუგდეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რათა გვევლო მისი რჯულის მიხედვით, თავის მსახურ წინასწარმეტყველთა ხელით რომ დაგვიდო წინ. დიახ, მთელმა ისრაელმა დაარღვია შენი რჯული და გადაუხვია მისგან, შენი ხმა რომ არ გაეგონა. ამიტომაც გვიწია იმ წყევლამ და ფიცმა, მოსეს, ღვთისმსახურის რჯულში რომ სწერია, რადგან მის წინააღმდეგ შევცოდეთ.
მათეს 27:4
უთხრა: „შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: „ჩვენ რა? შენ იცი!”
ლუკას 15:18
ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე,
ლუკას 15:21
უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე.