შეშლილობა ბიბლიის მუხლები

იერემია 25:15-17
ვინაიდან ასე მითხრა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: „აიღე, ეს თასი მრისხანების ღვინით და შეასვი ყველა ერს, ვისთანაც გაგგზავნი. შესვამენ და აბობოქრდებიან, შეიშლებიან მახვილის გამო, რომელსაც მათზე დავუშვებ”. ავიღე თასი უფლის ხელიდან და შევასვი ყველა ერს, ვისთანაც უფალმა გამგზავნა.

მეორე რჯული 28:28
მოგსრავს უფალი სიგიჟით, სიბრმავით და შეშლილობით.

იერემია 50:35-38
მახვილი ქალდეველთა წინააღმდეგ, ამბობს უფალი, ბაბილონის მცხოვრებლების წინააღმდეგ, მისი მთავრებისა და მისი ბრძენკაცების წინააღმდეგ; მახვილი მისი მისანი ქურუმების წინააღმდეგ და გაუგუნურდებიან; მახვილი მისი ძლიერი კაცების წინააღმდეგ და დაუძლურდებიან; მახვილი მისი ცხენების წინააღმდეგ, მისი ეტლებისა და ყველა უცხოტომელის წინააღმდეგ, მის წიაღში რომ არიან და დიაცებად იქცევიან; მახვილი მისი საგანძურების წინააღმდეგ და გაიძარცვებიან. გვალვა მის წყლებზე და ამოშრებიან, რადგან კერპების ქვეყანაა და შეიშალნენ მრისხანე კერპებისგან.

იერემია 51:7
ოქროს ფიალა იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა, მისგან სვამდნენ ერები ღვინოს, ამიტომაც შეშლილებივით იქცევიან ერები.

დანიელი 4:28-37
და ყოველივე მოეწია მეფე ნაბუქოდონოსორს: თორმეტი თვის შემდეგ, როცა ბაბილონის სამეფო სასახლეში სეირნობდა, თქვა მეფემ: „განა ეს დიადი ბაბილონი არ არის, მე რომ ავაშენე მეფის სამკვიდრებლად, ჩემი ძლიერებითა და ჩემი სიდიადის წარმოსაჩენად?” ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო! განიდევნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან იქნება შენი სამყოფელი: ხარივით ბალახს შეჭამ; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ არ მიხვდები, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს”. მყისვე აღსრულდა ეს სიტყვა ნაბუქოდონოსორზე: განიდევნა ადამიანთაგან, ხარივით ბალახს ჭამდა და ციური ნამით რწყულდებოდა მისი სხეული; სანამ თმები არწივის ბუმბულივით არ გაეზარდა, ფრჩხილები კი _ ფრინველის კლანჭებივით. იმ დღეების დასრულების შემდეგ მე, ნაბუქოდონოსორმა, თვალები აღვაპყარ ზეცას და გონება დამიბრუნდა. ვაკურთხე უზენაესი, ვაქე და პატივი მივაგე მარად ცოცხალს, ვისი ბატონობაც საუკუნოა და მეფობა – თაობიდან თაობებში. არაფრად მიიჩნევა ყველა, ვინც მკვიდრობს დედამიწაზე და თავისი სურვილისამებრ იქცევა ზეცის მხედრობასა და მიწის მკვიდრთა შორის. არავინაა, ვინც შეეწინააღმდეგება მის ხელს და ეტყვის, რას სჩადიხარო! მაშინ დამიბრუნდა ჩემი გონიერება; და დამიბრუნდა პატივი და პირვანდელი ბრწყინვალება ჩემი სამეფოს სადიდებლად; მომძებნეს ჩემმა მრჩევლებმა და დიდებულებმა, განმტკიცდა ჩემი მეუფება და აღმატებული გახდა ჩემი სიდიადე. ახლა მე, ნაბუქოდონოსორი, ვაქებ, აღვამაღლებ და პატივს მივაგებ ზეციურ მეფეს, რომლის ყველა საქმეც მართალია და გზა სამართლიანი, და რომელსაც ძალუძს დაამდაბლოს ამაყად მავალნი”.

ზაქარია 12:4
იმ დღეს – ამბობს უფალი – დავლახვრავ ყველა ცხენს დაბნეულობით და მათზე მჯდომთ – შეშლილობით და თვალს დავიჭერ იუდას ხალხზე და ხალხთა ყოველ ცხენს სიბრმავით დავლახვრავ.

იგავნი 26:18-19
რაღა ცეცხლის, ისრებისა და სიკვდილის მფრქვეველი გიჟი და რაღა ის, ვინც თავის მოყვასს ატყუებს და თან ეუბნება, გეხუმრეო.

2 პეტრეს 2:15-16
მიატოვეს სწორი გზა, დაიბნენ და დაადგნენ ბოსორელის ძის, ბალაამის გზას, რომელმაც უსამართლობის საზღაური შეიყვარა და მხილებულ იქნა თავის უკეთურებაში: უტყვი სახედარი ადამიანის ხმით ალაპარაკდა და ალაგმა წინასწარმეტყველის სიშმაგე.

4 მეფეთა 9:1-11
მოუხმო ელისე წინასწარმეტყველმა ერთ-ერთს წინასწარმეტყველთა ძეთაგან და უთხრა: „სარტყელი შეიბი წელზე, აიღე ეს ზეთის ჭურჭელი და გილყადის რამოთს წადი. მიდი და მოძებნე იეჰუ, ნიმშის ძის, იოშაფატის ძე; წამოაყენე მისი ძმებისგან და უკანა ოთახში შეიყვანე. აიღე ზეთის ჭურჭელი და ზეთი დაასხი თავზე, უთხარი: – ასე ამბობს უფალი: მე გცხებ ისრაელის მეფედ. მერე კარი გააღე და გაიქეცი, ნუღარ მოიცდი”. წავიდა ეს ყმაწვილი, წინასწარმეტყველის მსახური, გილყადის რამოთს. მივიდა და, აჰა, სხედან ჯარის სარდალნი; უთხრა: „სიტყვა მაქვს შენთვის, მთავარო”. თქვა იეჰუმ: „რომელ ჩვენგანთან?” მიუგო: „შენთან, მთავარო”. ადგა და შევიდა სახლში, ზეთი გადაასხა თავზე და უთხრა: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხებ უფლის ხალხის, ისრაელის მეფედ. შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის სახლს და შურს იძიებ ჩემი წინასწარმეტყველი მსახურების სისხლისა და უფლის ყველა მსახურის სისხლის გამო. დაიღუპება ახაბის მთელი სახლი და მოვუსპობ ახაბს კედელზე მიმშარდავს ისრაელში, მონასაც და თავისუფალსაც. ვაქცევ ახაბის სახლს, იერობყამ ნაბატის ძის და ბაყაშა ახიას ძის სახლებივით. იეზებელს კი იზრეყელის ველზე ძაღლები შეჭამენ და არავინ იქნება მისი დამმარხველი”. გააღო კარი და გაიქცა. გამოვიდა იეჰუ თავისი ბატონის მსახურებთან; ჰკითხეს: „ხომ მშვიდობაა? რისთვის მოვიდა შენთან ეგ შეშლილი?” მიუგო: „ეგ კაციც იცით და მისი ლაპარაკიც”.

იერემია 29:25-28
ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: იმის გამო, რომ შენი სახელით უგზავნიდი წერილებს იერუსალიმის მთელ ხალხს, მღვდელ ცეფანია მაყასეიას ძეს, და ყველა მღვდლებს, რომ უფალმა იეჰოიადაყის ნაცვლად დაგაყენა ღვთისმსახურად, რათა თვალყური გედევნებინა ყოველი შეშლილისთვის უფლის ტაძარში, წინასწარმეტყველად რომ ასაღებს თავს, შეგებორკა და საკანში გამოგემწყვდია. ახლა რატომ არ ტუქსავ იერემია ყანათოთელს, რომელიც გიწინასწარმეტყველებთ? რადგან ჩვენც შემოგვითვალა ბაბილონში, დევნილობა ხანგრძლივი იქნებაო; აიშენეთ სახლები, დაფუძნდით, ბაღები გაიშენეთ და მათი ნაყოფი ჭამეთო”.

ოსია 9:7-8
დადგა სასჯელის დღეები, დადგა შურისგების დღეები. და გაიგებს ისრაელი, რომ დიდი ურჯულოებისა და მტრობის გამო გაუგუნურდა წინასწარმეტყველი და შეიშალა სულის კაცი. ეფრემის გუშაგია წინასწარმეტყველი, ჩემს ღმერთთან ერთად, მაგრამ მახეა დაგებული მის ყველა გზაზე და მხოლოდ მტრობაა მისი ღმერთის სახლში.

მარკოზის 3:20-25
მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პური ვეღარ ჭამეს. მისიანებმა გაიგეს და წამოვიდნენ მის შესაპყრობად, რადგან ამბობდნენ შეშლილიაო. იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ, ბელზებელი ჰყავს და ეშმაკთა მთავრით სდევნისო ეშმაკებს. დაუძახა მათ და იგავებით უთხრა: „როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა? თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ დაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს. თუ სახლი თავისივე წინააღმდეგ დაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;

საქმეები 26:24-29
თავს რომ ასე იცავდა, ფესტუსმა ხმამაღლა თქვა: „შეიშალე პავლე! დიდ წიგნიერებას სიგიჟემდე მიყავხარ”. პავლემ კი მიუგო: „მე არ შევშლილვარ, აღმატებულო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ. იცის ეს ამბავი მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ; არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული, რადგან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა. წინასწარმეტყველების თუ გწამს, მეფე აგრიპავ? ვიცი, რომ გწამს”. აგრიპამ უთხრა პავლეს: „ცოტაც და, დამარწმუნებ ქრისტიანად მოვიქცე!” პავლემ კი თქვა: „ღმერთს ვევედრები, რომ ადრე თუ გვიან, არა მხოლოდ შენ, არამედ ყველა, ვინც დღეს მისმენს, ისეთი გახდეს, როგორიც მე ვარ, ოღონდ ამ ბორკილების გარეშე”.

2 კორინთელთა 5:13
ვინაიდან, თუ უგუნურნი ვართ – ღვთისთვის, ხოლო თუ გონიერნი – თქვენთვის.

1 მეფეთა 21:10-15
ადგა დავითი, გაექცა იმ დღეს საულს და მივიდა აქიშთან, გათის მეფესთან. უთხრეს აქიშს მისმა მსახურებმა: „ეს ხომ დავითია, იმ ქვეყნის მეფე! მას არ უმღეროდნენ როკვისას: საულმა სძლია ათასს, დავითმა – ათი ათასსო?” გულში ჩაიდო ეს სიტყვები დავითმა და ძალიან ეშინოდა აქიშისა, გათის მეფისა. თავი მოიგიჟიანა მათ თვალში, ყვიროდა, ხაზებს კაწრავდა კარიბჭეზე და დორბლი ჩამოსდიოდა წვერზე. უთხრა აქიშმა თავის მსახურთ: „აჰა, გაგიჟებულა კაცი, რაღად მომიყვანეთ? შეშლილიღა მაკლდა, რომ მოგიყვანიათ ჩემთან და გიჟობს?! ნუთუ ეს უნდა შემოსულიყო ჩემს სახლში?”

ეკლესიასტე 9:3
აი რა სიავეა იმ ყველაფერში, რაც მზის ქვეშ ხდება, ვინაიდან ერთი ხვედრი აქვს ყველას. ადამიანის ძეთა გული სავსეა ბოროტებით და სისულელით მათ სიცოცხლეში, შემდეგ კი კვდებიან.