ბიბლიის მუხლები თემაზე
სესხება
17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
ფსალმუნები 36:25-26
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი შთამომავლობა პურზე ხელგაწვდილი. ის ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, კურთხეულია მისი შთამომავალი.
-
მეორე რჯული 11:15
რადგან არ დაილევა ღარიბი ამ ქვეყანაზე, ამიტომ გიბრძანებ, ხელგაშლილი იყავი ღარიბი და გაჭირვებული ძმის მიმართ შენს ქვეყანაში.
-
იგავნი 3:27-28
ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება, ნუ ეტყვი მოყვასს: „წადი, ხვალ მოდი და მაშინ მოგცემ!” თუ მისაცემი თან გაქვს.
-
მათეს 5:42
ვინც გთხოვოს - მიეცი; და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს.
-
ლევიანნი 25:35-36
თუ შენი მოძმე გაღარიბდა და შენთან მოვიდა, დაეხმარე მას როგორც მწირს ან ახალმოსახლეს და იცხოვროს შენთან არ აიღო მისგან ვახში და სარგებელი, გეშინოდეს შენი ღმერთისა და იცხოვროს შენმა ძმამ შენთან.
-
მარკოზის 14:7
რადგან ღარიბნი მუდამ თქვენთან გეყოლებათ და როცა მოისურვებთ, შეგეძლებათ სიკეთე უყოთ მათ. მე კი მუდამ არ გეყოლებით.
-
იგავნი 22:7
მდიდარი ღარიბზე ბატონობს, მსესხებელი კი გამსესხებელს ემონება.
-
მეორე რჯული 15:6
რადგან გაკურთხებს უფალი, შენი ღმერთი, როგორც აღგითქვა და ასესხებ მრავალ ხალხს, თვითონ კი არ ისესხებ. იბატონებ მრავალ ხალხზე, შენზე კი არავინ იბატონებს.
-
გამოსვლა 22:14
თუ კაცი მოყვასისაგან პირუტყვს ინათხოვრებს და პატრონის იქ არ ყოფნისას დაუშავდება ან მოუკვდება, მაშინ უსათუოდ უნდა ზღოს;
-
4 მეფეთა 6:5
მაგრამ, როცა ერთი მათგანი მორს აქცევდა, ცულის თავი წყალში ჩაუვარდა. და შეჰყვირა: „ვაი, ბატონო, ნათხოვარი მქონდა!
-
მეორე რჯული 23:19
ვახშით არ მისცე შენს მოძმეს, არც ფული, არც საჭმელი და არც რაიმე, რაც ვახშით გასესხდება.
-
ფსალმუნები 14:5
ვინც ვახშით არ გასცემს ფულს და ქრთამს არ აიღებს უდანაშაულოს წინააღმდეგ; ამის მოქმედს არასოდეს დაუსხლტება ფეხი.
-
ეზეკიელი 18:8
ვახშს არ იღებს და სარგებლისთვის არ ასესხებს, უმართლობას ხელს არიდებს და კაცთა შორის დავას სამართლიანად განსჯის,
-
იგავნი 19:17
ღატაკის მწყალობელი უფალს სესხს აძლევს და ის გადაუხდის მას მისი კეთილი საქმისთვის.
-
ფსალმუნები 111:5
კარგია კაცი მოწყალე და გამსესხებელი, სამართლიანად რომ წარმართავს თავის საქმეს;
-
მათეს 5:7
ნეტარ არიან მოწყალენი, რადგან ისინი იქნებიან შეწყალებულნი.
-
მარკოზის 11:3
თუ ვინმემ გკითხოთ, ამას რას შვრებითო, უთხარით, უფალს სჭირდება და მალე ისევ აქ დააბრუნებს-თქო”.