საუბარი – ბიბლიური ციტატები

ეფესელთა 4:29
არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი აღსაშენებლად, რათა მადლი მიანიჭოს გამგონეთ.

მათეს 12:35
კეთილ კაცს კეთილი საგანძურიდან სიკეთე გამოაქვს, ბოროტ კაცს ბოროტი საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს.

კოლოსელთა 4:6
თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.

მათეს 5:37
არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ‘ჰო’ ჰო! ‘არა’ არა! რაც ამაზე მეტია, ის ბოროტისგანაა.

იაკობის 5:12
პირველყოვლისა, ჩემო ძმებო, ნუ დაიფიცებთ ნურც ზეცას და ნურც მიწას, ნურც სხვა რაიმე საფიცარს. თქვენი ‘ჰო’ იყოს ჰო და ‘არა’ არა, რათა სამსჯავროში არ მოხვდეთ.

კოლოსელთა 3:8-9
ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა. ნუ ეცრუებით ერთმანეთის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ.

ფსალმუნები 54:13-14
არამედ ეს შენ ხარ, კაცი, ჩემი სწორი, ამხანაგი და მეგობარი ჩემი, ერთად რომ ვსაუბრობდით ტკბილად, ღვთის სახლში დავდიოდით მეგობრულად.

დაბადება 45:15
და კოცნიდა ყველა თავის ძმას, და ტიროდა მათთან ერთად. და ამის შემდეგ დაელაპარაკნენ მას მისი ძმები.

მათეს 17:3
და აჰა, გამოეცხადდნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი.

ლუკას 24:14-15
ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო. ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ.

ეზეკიელი 33:30-31
და შენ, ძეო კაცისავ! ძენი შენი ერისა შენზე ლაპარაკობენ კედლებთან და სახლის შესასვლელებთან და ეუბნებიან ერთიმეორეს, თითოეული თავის ძმას: ‘მოდით და მოისმინეთ სიტყვა, რომელიც გამოვიდა უფლისაგან!’ და მოდიან შენთან, როგორც მოდის ერი, და სხდება შენს წინ ჩემი ერი და ისმენენ შენს ნათქვამს, მაგრამ არ ასრულებენ მას, რადგან სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთი ბაგეებით. ანგარებას უკან მიჰყვება მათი გული.

მალაქია 3:16
როცა უფლის მოშიშნი ლაპარაკობენ ერთმანეთში, ყურს უგდებს უფალი, ესმის და იწერება მის წინაშე სამახსოვრო წიგნი უფლისმოშიშთათვის და მისი სახელის მომხსენიებელთათვის.

მათეს 12:46-50
როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოდ ეძებდნენ მას. ვიღაცამ უთხრა მას: „აჰა, დედაშენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ.”  მან კი მიუგო და უთხრა ამის მთქმელს: „ვინ არის დედაჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები?” ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: „აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები; ვინაიდან, ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებას აღასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც.”