მეორე რჯული 7:13
და შეგიყვარებს, და გაკურთხებს, და გაგამრავლებს, და გიკურთხებს მუცლის ნაყოფს და მიწის ნაყოფს, მარცვლეულს და ღვინოს, და ზეთს; ცხვარ-ძროხის ნამატს იმ ქვეყანაში, რომელიც შენთვის მოსაცემად აღუთქვა შენს მამებს.
იგავნი 3:9-10
პატივი მიაგე უფალს შენი ქონებით და მთელი შენი ჭირნახულის პირველნაყოფით, და გაივსება შენი ბეღლები ჭერამდე და მაჭარი აქაფდება შენს საწნახელებში.
ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
იგავნი 20:1
ღვინო კაცს მასხარად აქცევს, მაგარი სასმელი – შფოთს ატეხინებს და მისით გზას აცდენილი უჭკუოა.
გალატელთა 5:21
შური, ლოთობა, გაუმაძღრობა და ამათი მსგავსი. წინასწარ გეუბნებით, როგორც ადრეც მითქვამს, რომ ამის ჩამდენნი ღმერთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
1 პეტრეს 5:8
მღვიძარენი იყავით! იფხიზლეთ! თქვენი მოწინააღმდეგე ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს, ვინ შთანთქას.
1 ტიმოთეს 5:23
ამიერიდან ნუღარ სვამ მარტო წყალს, ცოტა ღვინოც შეურიე შენი კუჭისა და შენი ხშირი ავადმყოფობის გამო.
მათეს 11:18-19
მოვიდა იოანე, არც ჭამს, არც სვამს, და ამბობენ: ეშმაკეულიაო. მოვიდა კაცის ძე, ჭამს და სვამს, და ამბობენ: ‘აჰა, კაცი, რომელიც ჭამს და ღვინოს სვამს, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარი.’ ხოლო სიბრძნე თავისი საქმეებით მართლდება.“
იგავნი 23:29-35
ვინ გმინავს? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უდანაშაულო ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები? ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საჭაშნიკოდ დადის. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეს, აზარფეშაში ნაპერწკლებს რომ ისვრის და მორაკრაკებს; შემდეგ კი გველივით გიკბენს და ასპიტივით გიჩხვლეტს. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ილაპარაკებს; შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით. იტყვი: „მცემდნენ და არ მტკიოდა, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდი; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებ სასმელს.“
იგავნი 31:6-7
მიეცით ძლიერი სასმელი მომაკვდავს და ღვინო – გამწარებულს. დალიოს და დაივიწყოს თვისი სიღარიბე და თავისი სატანჯველი აღარ გაიხსენოს.
1 კორინთელთა 6:10
ვერც მპარავნი, ვერც ხარბნი, ვერც ლოთნი, ვერც მლანძღველნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმერთის სასუფეველს.
ებრაელთა 10:26
რადგან, თუ კიდევ ნებსით ვცოდავთ მას შემდეგ, რაც მივიღეთ ჭეშმარიტების შეცნობა, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისათვის,