13 წარადგინეს ცრუმოწმენი, რომლებმაც თქვეს: „ეს კაცი განუწყვეტლივ ამ წმიდა ადგილისა და რჯულის საწინააღმდეგო სიტყვებს ლაპარაკობს. 14 რადგან ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამბობდა, ეს იესო ნაზარეველი დაარღვევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, რომლებიც მოსემ გადმოგვცა.“