საქმეები 3:2-8

By
თებერვალი 1, 2015
2 და მოიყვანეს ერთი კაცი, დედის მუცლიდანვე ხეიბარი, ხელით სატარებელი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ მას ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. 3 როდესაც დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება. 4 პეტრემ და იოანემ შეხედეს მას და პეტრემ უთხრა: „შემოგვხედე ჩვენ.“ 5 და ის მიაცქერდა მათ მოლოდინით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან. 6 უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არა მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ: იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, ადექი და გაიარე!“ 7 მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა. უცბად გაუმაგრდა მას ფეხები და კოჭები, 8 წამოხტა, დადგა და სიარული დაიწყო, მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და აქებდა ღმერთს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close