1 ორმოცდამეათე დღე რომ დგებოდა, ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას. 2 და უეცრად შეიქნა ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი. 3 და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ დაივანეს ყოველ მათგანზე. 4 და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.