საქმეები 19:13-16

By
აპრილი 19, 2015
13 შეეცადა ზოგიერთი იუდეველი მოხეტიალე შემლოცველი უფალი იესოს სახელის ხსენებას ბოროტი სულით შეპყრობილზე, ამბობდნენ: „გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.“ 14 ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას, შვიდი ვაჟი. 15 მიუგო ბოროტმა სულმა და უთხრა მათ: „იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი. თქვენ ვიღა ხართ?“ 16 და დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.

კომენტარის დატოვება

Close
Close