6 და როდესაც მის გამოყვანას აპირებდა ჰეროდე, იმ ღამეს პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ბორკილით შეკრულს. კართან მდგარი მცველები კი დარაჯობდნენ საპყრობილეს. 7 და, აჰა, უფლის ანგელოზი დადგა მის წინაშე და ნათელი გაბრწყინდა სენაკში. მან ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: „ადექი, დროზე!“ და დასცვივდა ბორკილები ხელებიდან.