სამართლიანი ადამიანები ბიბლიური ციტატები

იობი 27:6
ჩემს სიმართლეს ვეჭიდები და არ მოვეშვები, დღემდე არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს;

ფსალმუნები 25:1
განმსაჯე, უფალო, რადგან ჩემი სიწრფელით დავდიოდი, უფალზე ვარ მინდობილი და არ წავბორძიკდები.

ფსალმუნები 25:11
მე კი ჩემს უბიწოებაში ვივლი; გამომისყიდე და მადლი მაპოვნინე.

ფსალმუნები 118:121
სამართალი და სიმართლე ვქმენი. ჩემს მჩაგვრელებს ნუ შემატოვებ.

იობი 29:14
სიმართლით ვიმოსებოდი, მართლმსაჯულება მქონდა მოსასხამად და სამართალი იყო ჩემი თავსაბურველი.

ფსალმუნები 16:15
მე კი სიმართლეში ვიხილავ შენს სახეს, გამოღვიძებისას შენი სახების მზერით გავძღები.

ფსალმუნები 111:4
სიბნელეში შუქს ამოუბრწყენს წრფელებს; მოწყალე, შემბრალე და მართალია იგი.

ფსალმუნები 111:3
ქონება და სიმდიდრეა მის სახლში, მარადიულია მისი სიმართლე.

ფსალმუნები 111:9
გააბნია, მისცა ღატაკებს; სიმართლე მისი მარადიულია, დიდებით აუმაღლდება რქა.

2 კორინთელთა 9:9
როგორც სწერია: გაფლანგა, ღარიბებს დაურიგა; მისი სიმართლე რჩება უკუნისამდე!

ფსალმუნები 24:21
უბიწოებამ და სიწრფელემ დამიფაროს მე, ვინაიდან შენ მოგელი.

იობი 32:2
რისხვით აღენთო ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან: და განრისხდა იობზე იმის გამო, რომ თავის თავს ღმერთის წინაშე მართლად თვლიდა;

ესაია 58:8
მაშინ განთიადივით გამობრწყინდება შენი ნათელი და სწრაფად აღმოცენდება შენი განკურნება, შენი სიმართლე წინ წაგიძღვება და უფლის დიდება უკან გამოგყვება.

ესაია 51:7
მისმინეთ, სიმართლის მცოდნენო, ხალხო, რომელთაც გულში გაქვთ ჩემი რჯული; ნუ გაშინებთ შერცხვენა ადამიანთაგან და მათი ლანძღვა ნუ დაგაფრთხობთ.

ესაია 48:18
ყურად რომ გეღო ჩემი მცნებები, მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით – შენი სიმართლე.

იერემია 3:11
მითხრა უფალმა: „განდგომილი ისრაელი მოღალატე იუდაზე მართალია.

ეზეკიელი 16:52
ახლა შენც იტვირთე სირცხვილი, შენი დების განმკითხველო, საკუთარი ცოდვებით, რითაც მათზე მეტად შეიბილწე. ისინი შენზე მართლები არიან! ჰოდა, ატარე შენი სირცხვილი, რადგანაც შენ გაამართლე შენი დები.

ეზეკიელი 16:51
სამარიას კი შენი ცოდვების ნახევარიც არ შეუცოდავს. შენი სისაძაგლეებით გაუსწარი მათ; მართლები გამოჩნდნენ შენი დები ყველა შენი სისაძაგლით, რასაც სჩადიოდი.

ეზეკიელი 18:20
ცოდვილი კაცი კი მოკვდება! ძემ არ უნდა იტვირთოს თავისი მამის უმართლობა და მამამ – ძისა; მართალზე მისი სიმართლე იქნება და ბოროტზე – მისი ბოროტება.

ეზეკიელი 33:12
შენ კი, ძეო კაცისავ! უთხარი შენი ერის ძეებს: მართალს მისი სიმართლე ვერ იხსნის დანაშაულის დღეს და ბოროტეული არ წაბორძიკდება თავისი ბოროტების გამო, თუ მოიქცევა მისგან; ვერ იცოცხლებს მართალი თავისი სიმართლით ცოდვის ჩადენის დღეს.

დანიელი 9:18
ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, თვალები გაახილე და ნახე ჩვენი აოხრება და ქალაქი, რომელსაც შენი სახელი ჰქვია; რადგან ჩვენი დამსახურების გამო კი არ მოგვაქვს შენ წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი უდიდესი მოწყალების გამო.

აბაკუმი 1:7
საშიშნი და შემზარავნი თვითონ არიან საკუთარი თავების რჯულიცა და სამართალიც.

რომაელთა 9:31
ხოლო ისრაელმა, რომელიც რჯულით ესწრაფვოდა სიმართლეს, ვერ მიაღწია მას რჯულში.