გალატელთა 2:20
და ახლა, მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ვცოცხლობ, რწმენით ვცოცხლობ ღმერთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გასცა ჩემთვის.
ეფესელთა 4:22-24
რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მაცდური გულისთქმებით რომ იხრწნება, და განიახლოთ თქვენი გონება სულით, და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
ფილიპელთა 3:8
დიახ, პირიქით, ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის, ქრისტე იესოს ცოდნის უპირატესობისთვის, რის გამოც ყველაფერი დავკარგე და ნაგვად მივიჩნიე, რათა ქრისტე შევიძინო
ლუკას 9:23
ყველას კი უთხრა: „ვისაც სურს გამომყვეს მე, უარყოს თავისი თავი, იტვირთოს ყოველდღე თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
კოლოსელთა 3:5-10
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა, რომელთა გამოც ღმერთის რისხვა მოდის ურჩობის შვილებზე, რომელთა შორისაც თქვენც დადიოდით, როცა მათ შორის ცხოვრობდით. ახლა კი განიშორეთ ყოველივე ეს: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენს ბაგეთა ბილწსიტყვაობა. ნუ ეტყვით სიცრუეს ერთმანეთს, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი ადამიანი მისი საქმეებითურთ. და შეიმოსეთ ახალი, რომელიც მუდმივად განახლდება სრული შემეცნებით თავისი შემოქმედის ხატის შესაბამისად,
იოანეს 12:24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.
ლუკას 9:24
ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას.
რომაელთა 6:11-12
თქვენც ასევე შერაცხეთ თქვენი თავი ცოდვისათვის მკვდრებად და ღვთისათვის ცოცხლებად ქრისტე იესოში. მაშ, ნუ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში მის გულისთქმათა მორჩილებად.
რომაელთა 12:1-2
ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღვთის წყალობებით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღვთის სასურველ მსხვერპლად, რაც თქვენი სულიერი მსახურება იქნება. და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
1 პეტრეს 4:1-2
რაკი ქრისტე ჩვენთვის იტანჯა ხორციელად, თქვენც აღიჭურვეთ იმავე აზრით, ვინაიდან, ვინც კი ხორციელად იტანჯა, შეწყვიტა ცოდვის ჩადენა. რათა ხორცში დარჩენილი დრო განვლოთ არა ადამიანური გულისთქმებით, არამედ ღვთის ნებით.
გალატელთა 5:24
ხოლო მათ, ვინც ქრისტესნი არიან, ჯვარს აცვეს თავიანთი ხორცი ვნებებთან და გულისთქმასთან ერთად.
რომაელთა 8:12-13
ამიტომ, ძმებო, ჩვენ ხორცის მოვალენი არა ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. ვინაიდან, თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ.
იოანეს 3:30
ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე.
ტიტეს 2:12
ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი, ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ საუკუნეში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით.
ლუკას 14:33
ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს, ჩემს მოწაფეობას.
მათეს 10:38
ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
გალატელთა 6:14
მე კი, თუ დავიქადნი, მხოლოდ ჩვენი უფალი იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც ქვეყნიერება ჯვარცმულია ჩემთვის, ხოლო მე ქვეყნიერებისათვის.
რომაელთა 6:6-8
რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა ჩვენი ძველი ადამიანი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის მონები. რადგან, ვინც მოკვდა, ცოდვისაგან თავისუფალია. და თუ ჩვენ ქრისტესთან ერთად მოვკვდით, გვწამს, რომ მასთან ვიცოცხლებთ კიდეც,