მეორე რჯული 6:5-7
და იყოს ეს სიტყვანი, რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას.
გამოსვლა 10:2
რათა შენ მოუთხრო შენს შვილსა და შვილიშვილს, რაც გავაკეთე ეგვიპტეში და ჩემს სასწაულებზე, რომელნიც მე მოვუვლინე, და თქვენ გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი.”
იგავნი 1:8
ისმინე, შვილო ჩემო, მამაშენის დარიგება და დედაშენის სწავლებას ნუ გადახვალ,
ესაია 38:19
ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი გადიდებს შენ, როგორც მე გადიდებ დღეს. მამა მოუყვება შვილებს შენს ჭეშმარიტებას.
იოველი 1:3
გადაეცით თქვენს შვილებს ამის თაობაზე, თქვენმა შვილებმა თავიანთ შვილებს გადასცენ, მათმა შვილებმა კი – მომავალ თაობას:
იგავნი 22:6
ყმაწვილი თავიდანვე სწორად გაწვრთენი და სიბერეშიც არ გადაუხვევს გზიდან.
ეფესელთა 6:4
თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და შეგონებით.
მეორე რჯული 31:12-13
შეკრიბე ხალხი: კაცები, ქალები და ბავშვები, და ხიზნები, რომლებიც შენს კარიბჭეებში არიან, რომ გაიგონონ და ისწავლონ, და ეშინოდეთ უფლისა, შენი ღმერთისა, და შეასრულონ და დაიცვან ამ რჯულის ყოველი სიტყვა. და მათმა შვილებმა, რომლებმაც ჯერ კიდევ არ იციან ეს, გაიგონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლისა, თქვენი ღმერთისა, დღენიადაგ, სანამ იცოცხლებთ მიწაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ იორდანეზე.“
იესო ნავეს ძე 8:35
არ ყოფილა სიტყვა მოსეს ნაბრძანებიდან, იესოს რომ არ წაეკითხა მთელი კრებულის წინაშე, დედაკაცების და პატარებისა და ხიზნების წინაშე, რომელნიც მათ შორის იყვნენ მოსულნი.
4 მეფეთა 12:2
სწორეს აკეთებდა უფლის თვალში იოაში მთელი თავისი სიცოცხლე, სანამ იეჰოიადაყ მღვდელი მოძღვრავდა მას.
ფსალმუნები 33:11
მოდით, შვილებო, მისმინეთ! უფლის მოშიშებას გასწავლით თქვენ.
ფსალმუნები 77:5
რადგან დაუდგინა წესდება იაკობს და დაუდო რჯული ისრაელს, დაუწესა იგი ჩვენს მამებს მათ შვილთათვის საუწყებლად;
იგავნი 3:1
შვილო ჩემო, ჩემს სწავლებას ნუ დაივიწყებ, და ჩემი მცნებანი დაიცვას შენმა გულმა,
იგავნი 29:15
წკეპლას და შეგონებას სიბრძნე მოაქვს, მიშვებული ყმაწვილი კი დედის შემარცხვენელია.
1 ტიმოთეს 3:4
თავისი სახლის კეთილად განმგებელი, შვილები მორჩილებაში ჰყავდეს სრული ღირსებით.
მათეს 7:9-11
განა არის თქვენს შორის კაცი, რომელსაც საკუთარმა შვილმა პური სთხოვოს, მან კი ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და გველი მიაწოდოს? მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მით უფრო თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს მათ, ვინც სთხოვს.
იგავნი 31:15
გათენებამდე დგება და საკვებს უმზადებს ოჯახს და საქმეს უნაწილებს მხევალთ.
2 კორინთელთა 12:14
აჰა, მე მზად ვარ მესამედ მოვიდე თქვენთან და არ დაგაწვებით მძიმე ტვირთად, რადგან მე თქვენ გეძებთ და არა თქვენსას. რადგან შვილები კი არ უნდა აგროვებდნენ სიმდიდრეს მშობლებისათვის, არამედ მშობლები – შვილებისათვის.