რწმენა ბიბლიის მუხლები

რომაელთა 10:17
ამრიგად, რწმენა – მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა – ქრისტეს სიტყვისაგან.

მათეს 17:20
მან უთხრა მათ: „თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.

ებრაელთა 11:6
ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს.

მათეს 15:28
მაშინ იესომ პასუხად უთხრა: „ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა. მოგეცეს, როგორც შენ გსურს.” და იმავე საათში განიკურნა მისი ქალიშვილი.

მარკოზის 11:23-24
„იქონიეთ ღვთის რწმენა. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ვინც ეტყვის ამ მთას: აიწიე და ზღვაში ჩავარდიო, და გულში არ შეეჭვდება, არამედ ირწმუნებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, აუსრულდება მას. ამიტომ გეუბნებით: ყველაფერს, რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ, რომ მიიღებთ და თქვენი იქნება.

მათეს 9:2
აჰა, მიუყვანეს მას ლოგინზე მწოლიარე დავრდომილი. როცა იესომ იხილა მათი რწმენა, უთხრა დავრდომილს: “გამაგრდი, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.”

ებრაელთა 11:1
ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ.

მათეს 21:22
ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ.”

1 პეტრეს 1:21
რომელთაც მისით იწამეთ ღმერთი, ვინც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღვთის იმედი.

1 პეტრეს 1:7
რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა, ხრწნად ოქროზე ძვირფასი, რომელიც ცეცხლში იცდება, ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას.

ეფესელთა 2:8-9
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს,

იაკობის 2:24
თქვენ ხედავთ, რომ საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით.

2 კორინთელთა 5:7
ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.

იაკობის 2:14-26
ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? განა ამ რწმენას შეუძლია მისი ხსნა? თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას: „მშვიდობით იარე, გათბი და ისაზრდოე”, სხეულისათვის საჭიროს კი არას მისცემთ, რა სარგებელია? ასევეა რწმენაც: თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. მაგრამ იტყვის ვინმე: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი. მიჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გიჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.” შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან. გსურს, ამაო ადამიანო, გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია? განა ჩვენი მამა, აბრაამი, საქმეებით არ გამართლდა, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა? ხედავ, რწმენა მოქმედებდა მის საქმეებთან ერთად. საქმეებით კი სრულყოფილი შეიქმნა რწმენა. აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „და ერწმუნა აბრაამი ღმერთს.” ეს მას სიმართლეში ჩაეთვალა და ღვთის მეგობარი ეწოდა. თქვენ ხედავთ, რომ საქმით მართლდება კაცი და არა მხოლოდ რწმენით. ასევე რახაბ მეძავი. განა საქმეებით არ გამართლდა, როცა მზვერავები მიიღო შინ და სხვა გზით გაისტუმრა? რადგან, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმეთა გარეშე.

ლუკას 17:5
უთხრეს მოციქულებმა უფალს: „მოგვიმატე რწმენა.”

1 კორინთელთა 15:14-17
ხოლო ქრისტე თუ არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც. მაშინ ჩვენ ვიქნებოდით ღვთის ცრუ მოწმენი, რადგან დავამოწმებდით ღმერთზე, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუ მართლაც არ აღდგებიან მკვდრები. რადგან, თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა. ხოლო თუ ქრისტე არ აღდგა, თქვენი რწმენა ფუჭია და კვლავ თქვენს ცოდვებში ხართ.

1 პეტრეს 1:5-9
ღვთის ძალაში, რწმენით დაცულებო, ხსნისათვის, რომელიც მზადაა უკანასკნელ ჟამს გამოსაცხადებლად. ამაზე ილხინეთ, თუმცა ამჟამად მრავალგვარ განსაცდელში მცირე ხანს უნდა გაწვალდეთ, რათა გამოჩნდეს თქვენი გამოცდილი რწმენა, ხრწნად ოქროზე ძვირფასი, რომელიც ცეცხლში იცდება, ქების, პატივისა და დიდებისათვის იესო ქრისტეს გამოცხადებისას. ვინც არ გინახავთ და გიყვართ, თუმცა ვერ ხედავთ, მაგრამ გწამთ, ხარობთ გამოუთქმელი და დიდი სიხარულით, თქვენი რწმენით აღწევთ სულების ხსნას.

1 იოანეს 5:4
ვინაიდან ყოველი ღვთისგან შობილი სძლევს სოფელს. და ეს არის ძლევა, სოფლის მძლეველი, ჩვენი რწმენა.

1 კორინთელთა 16:13
იფხიზლეთ, იდექით რწმენაში, იყავით მამაცნი, გამაგრდით.

1 ტიმოთეს 6:11
შენ კი, ღვთის კაცო, გაერიდე ამას და მისდიე სიმართლეს, ღვთისმოსაობას, რწმენას, სიყვარულს, მოთმინებასა და სიმშვიდეს.

1 კორინთელთა 2:5
რათა თქვენი რწმენა იყოს არა კაცთა სიბრძნით, არამედ ღვთის ძალით.

იოანეს 8:24
ამიტომ გითხარით, თქვენს ცოდვებში დაიხოცებით-მეთქი. რადგან, თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში დაიხოცებით.”

1 თესალონიკელთა 1:3
განუწყვეტლივ ვიხსენებთ თქვენი რწმენის საქმეს და სიყვარულის შრომას და ჩვენი უფლის იესო ქრისტესადმი, ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე, თქვენს იმედიან მოთმინებას,

ებრაელთა 11
ხოლო რწმენა არის მტკიცე დარწმუნება იმაში, რასაც ვესავთ, დადასტურება იმისა, რასაც ვერ ვხედავთ. მასში მიიღეს უხუცესებმა დამოწმება. რწმენით შევიტყობთ, რომ საუკუნეები მოწყობილია ღვთის სიტყვით, რადგან წარმოიშვა უხილავისაგან. რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი, რომლითაც მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როგორც ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და მისითვე კვლავ ლაპარაკობს სიკვდილის შემდეგ. რწმენით იქნა გადაყვანილი ხანოქი, რათა სიკვდილი არ ენახა. ვეღარავინ ჰპოვა…

1 თესალონიკელთა 3:7
მაშინ თქვენით ვინუგეშეთ თავი, ძმებო, ყველა ჩვენს უბედურებასა თუ გასაჭირში, თქვენი რწმენის მეშვეობით.

იაკობის 2:19-20
შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია, კარგს შვრები. მაგრამ ეშმაკებსაც სწამთ იგი და თრთიან. გსურს, ამაო ადამიანო, გაიგო, რომ რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია?

1 კორინთელთა 13:2
წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი.

2 კორინთელთა 1:24
არა იმიტომ, რომ ვიბატონოთ თქვენს რწმენაზე, არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ.

იაკობის 1:5-8
თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუყვედრებლად გამცემს, და მიეცემა. 6 რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარისაგან აღძრულსა და მიმოტაცებულს. 7 ნურც ჰგონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რაიმეს. 8 ორჭოფი კაცი მერყევია თავის ყველა გზაზე.

რომაელთა 12:3
ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ, არამედ იფიქრეთ საღად, იმ რწმენის კვალობაზე, რაც ღმერთმა გიწილადათ თითოეულს.

გალატელთა 2:16
მაგრამ, რაკი შევიტყვეთ, რომ ადამიანი გამართლდება არა რჯულის საქმეებით, არამედ იესო ქრისტეში რწმენით, ჩვენც ვირწმუნეთ იესო ქრისტე, რათა გავმართლდეთ ქრისტეში რწმენით და არა რჯულის საქმეებით, ვინაიდან რჯულის საქმეებით ვერა ხორციელი ვერ გამართლდება.

1 კორინთელთა 13:13
ახლა კი რჩება რწმენა, სასოება, სიყვარული – ეს სამი. მათგან უდიდესი კი სიყვარულია.

იოანეს 14:12
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.

ეფესელთა 6:16
და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.

რომაელთა 4:20-21
აგრამ იგი არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნობით, არამედ განმტკიცდა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა.

1 იოანეს 5:1
ყველა, ვისაც სწამს, რომ იესო არის ქრისტე, ღვთისაგან არის შობილი, და ყველა, ვისაც მშობელი უყვარს, მისგან შობილიც უყვარს.

იოანეს 20:31
ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და, რათა მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.

იოანე 3:36
ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს, ხოლო ძის ურჩი ვერ იხილავს სიცოცხლეს, არამედ ღვთის რისხვა დარჩება მასზე.”

აბაკუმი 2:4
აჰა, გაიბერა, ვერ გასწორდა მასში მისი სული. მართალი კი თავისი რწმენით იცოცხლებს.

რომაელთა 5:1-2
და, რაკი რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ, რომლის მეშვეობითაც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი ამ მადლთან, რომელშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების სასოებით.

გალატელთა 3:22-26
მაგრამ წერილმა ყველა მოამწყვდია ცოდვის ქვეშ, რათა მორწმუნეებს იესო ქრისტეს რწმენით მისცემოდათ აღთქმული. რწმენის მოსვლამდე კი მომწყვდეულები ვიყავით რჯულის მეთვალყურეობის ქვეშ, ვიდრე რწმენა გამოჩნდებოდა. ამრიგად, რჯული იყო ჩვენი წარმმართველი ქრისტესაკენ, რათა გავმართლებულიყავით რწმენით. მაგრამ როცა რწმენა უკვე მოვიდა, წარმმართველის ხელქვეით აღარ ვიმყოფებით. ვინაიდან თქვენ ყველანი ღვთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით.

2 ტიმოთეს 4:7
კეთილი ბრძოლით ვიბრძოდი, განვვლე ასპარეზი, რწმენა შევინარჩუნე.

საქმეები 14:22
ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს და შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა.

გალატელთა 5:5
ჩვენ კი სულით ველით სიმართლის სასოს რწმენისაგან.

2 ტიმოთეს 3:15
რადგან შენ ხომ ბავშვობიდანვე იცი საღვთო წერილები, რომელთაც ძალუძთ შენი დაბრძენება სახსნელად ქრისტე იესოს რწმენით.

ებრაელთა 10:22
მივუახლოვდეთ მას გულმართლად და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისაგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.

საქმეები 26:18
მათი თვალების ასახელად და ბნელიდან ნათლისაკენ, და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმედილებთან ერთად.’

ებრაელთა 12:2
შევხედოთ რწმენის მიზეზსა და სრულმყოფელს – იესოს, რომელმაც მისთვის შეთავაზებული სიხარულის ნაცვლად დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და ღვთის ტახტის მარჯვნივ დაჯდა.

იაკობის 1:3
რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს.

ლუკას 17:6
თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ.


მსგავსი თემები:

რწმენა, როგორც გადარჩენის საფუძველი       რწმენის აუცილებლობა       რწმენის გამოცდა       რწმენის გმირები       რწმენის მაგალითები      რწმენის ობიექტი      რწმენის საწყისები

Close
Close