რომაელთა 5:15-17

By
ნოემბერი 11, 2015
15 მაგრამ მადლის ნიჭი არაა დანაშაულივით. რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, რამდენად უმეტესია ღმერთის მადლის და ნიჭის სიმდიდრე, რომელიც მიეცა ადამიანებს ერთი კაცის, იესო ქრისტეს, მადლით. 16 ხოლო მადლის ნიჭი იგივე არ არის, რაც შედეგი ერთი შეცოდებისა, რადგან ერთის გამო გამოვიდა მსჯავრი, მადლის ნიჭით კი მრავალი დანაშაულის გამართლება მოხდა. 17 რადგან, თუ ერთის დანაშაულით სიკვდილი გამეფდა, მით უმეტეს, მადლისა და სიმართლის ნიჭის უხვად მიმღებელნი იმეფებენ სიცოცხლეში ერთის, იესო ქრისტეს, მეშვეობით.

კომენტარის დატოვება

Close
Close