რომაელთა 13:1-5

By
ნოემბერი 10, 2015
1 ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი. 2 ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღმერთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი სასჯელს დაიტეხენ თავზე. 3 რადგან უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. 4 რადგან იგი ღმერთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღმერთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. 5 ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის შიშის გამო, არამედ სინდისის გამოც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close