მეორე რჯული 28:1-8

By
იანვარი 25, 2015
1 და თუ გაიგონებ უფლის, შენი ღმერთის, ხმას, რათა დაიცვა და შეასრულო ყველა მისი მცნება, რომელსაც მე გიბრძანებ დღეს, დაგაყენებს შენ უფალი, შენი ღმერთი, ქვეყნიერების ყველა ხალხებზე მაღლა. 2 და გადმოვა შენზე ყველა ეს კურთხევა და აღსრულდება, თუ მოუსმენ უფლის, შენი ღმერთის, ხმას. 3 კურთხეულიმც იყავ ქალაქში და კურთხეულიმც იყავ მინდვრად. 4 კურთხეულიმც იყოს ნაყოფი მუცლისა შენისა და ნაყოფი შენი მიწისა, ნამატი შენი ცხვარ-ძროხისა. 5 კურთხეულიმც იყოს შენი ბეღლები და შენი მარნები. 6 კურთხეულიმც იყავ შინ შესული და კურთხეულიმც იყავ გარეთ გამოსული. 7 დასცემს უფალი შენს წინაშე შენს მტრებს, შენს წინააღმდგომთ. ერთი გზით წამოვლენ შენსკენ და შვიდი გზით გაიქცევიან უკან. 8 კურთხევით მოხედავს უფალი შენს ბეღლებსა და ყველა შენს საქმეს; და გაკურთხებს იმ ქვეყანაში, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close