12 და ახლა, ისრაელ, რას ითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მისი გზებით, გიყვარდეს ის, და ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით, 13 დაიცვა მცნებანი უფლისა და მისი წესები, რომელთაც გიბრძანებ დღეს შენს სასიკეთოდ.