გამოსვლა 19:10-011
უთხრა უფალმა მოსეს: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ და გაირეცხონ სამოსელი. მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
გამოსვლა 19:14
ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს სამოსელი.
რიცხვნი 8:5-7
უთხრა უფალმა მოსეს: „გამოიყვანე ლევიანები ისრაელის ძეთაგან და გაწმიდე ისინი. ასე მოიქეცი, რომ გაწმიდო ისინი: აპკურე მათ გამწმენდი წყალი, გაიპარსონ მთელი ტანი, გაირეცხონ სამოსელი და განიწმიდებიან.
ლევიანნი 15:17
ყოველი სამოსელი და სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყლით უნდა განიბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება.
ლევიანნი 13:6
კვლავ ნახავს მას მღვდელი მეშვიდე დღეს და თუ წყლული ძლივსღა შეიმჩნევა და არც კანზე გავრცელებულა, მაშინ გაწმედილად გამოაცხადოს იგი მღვდელმა: სირსველია ეს; გაირეცხოს სამოსელი და წმიდა იქნება:
ლევიანნი 15:16-18
მამაკაცმა, რომელსაც თესლდენა დაემართა, წყლით დაიბანოს მთელი სხეული და იქნება უწმიდური საღამომდე. ყოველი სამოსელი და სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყლით უნდა განიბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება. როდესაც დაწვება მამაკაცი ქალთან და მოხდება თესლდენა – ორივემ წყლით დაიბანონ და იქნებიან საღამომდე უწმიდურები.
რიცხვნი 19:10
გაირეცხოს სამოსელი დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა და უწმიდური იქნება საღამომდე. იყოს ეს მარადიულ დადგენილებად ისრაელიანებისა და მათ შორის მცხოვრები ხიზნებისთვის.
რიცხვნი 31:24
გაირეცხეთ სამოსი მეშვიდე დღეს, განიწმიდეთ და მერე შედით ბანაკში”.
ლევიანნი 6:27
ყველა, ვინც შეეხება მის ხორცს, განიწმიდება; როცა მისი სისხლიდან სამოსელს მიესხურება, გარეცხოს იგი, სადაც მიესხურება, წმიდა ადგილზე.
ლევიანნი 11:24-28
მათგან გაუწმიდურდებით; ყოველი ვინც შეეხება მათ მძორს, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე; და ყველამ, ვინც რამეს აიღებს მათი მძორისგან, უნდა გაირეცხოს სამოსელი; გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. ყოველი ცხოველი, რომელსაც გაყოფილი აქვს ჩლიქი, მაგრამ ღრმა ჭრილი არა აქვს და საცოხნს არ ამოიცოხნის, უწმიდურია თქვენთვის; ყოველი, ვინც მათ შეეხება, გაუწმიდურდება. ყოველი ოთხფეხი მხეცი, რომელიც თათებზე დადის, უწმიდურია თქვენთვის; ვინც მათ მძორს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე; ვინც მათ მძორს შეეხება, გაირეცხოს სამოსელი და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე; უწმიდურები არიან ისინი თქვენთვის.
ლევიანნი 13:58
სამოსელს, ქსელს, მისაქსელს ან ტყავის რომელიმე საგანს, რომელსაც გარეცხავ და გაშორდება წყლული, გადარეცხავ ხელმეორედ და გასუფთავდება.
ლევიანნი 14:43-47
თუ წყლული კვლავ გამოვლინდა და აყვავდა სახლში მას შემდეგ, რაც გამოანგრიეს ქვები, მოფხიკეს და გალესეს კედლები, მივა მღვდელი და ნახავს, რომ მოდებულია წყლული სახლზე, მაშინ მწვავე კეთრია სახლში, არაწმიდაა ის. დაანგრიონ სახლი, მისი ქვები, ძელები და გაიტანონ მთელი ნალესი ქალაქგარეთ, უწმიდურ ადგილზე. და ყოველი, ვინც იმ დროს შევა სახლში, ვიდრე დაკეტილია იგი, არაწმიდაა საღამომდე. სამოსელი უნდა გაირეცხოს იმ სახლში დანაწოლმა და პურნაჭამმა კაცმა;
რიცხვნი 19:21
და იყოს ეს მათთვის მარადიულ დადგენილებად: ვინც ასხუროს წყალი გასაწმენდად, უნდა გაირეცხოს სამოსელი და ვინც გამწმედ წყალს შეეხება – უწმიდური იქნება საღამომდე.
გამოცხადება 7:14
ვუპასუხე: „უფალო, შენ იცი”. მან მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები; რომელთაც გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს კრავის სისხლით.
გამოცხადება 22:14
ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.
ლევიანნი 15:4-13
ყოველი საწოლი, რომელზეც დაწვება ლორწომდინარი, უწმიდურია და რაზეც დაჯდება – უწმიდურია. ვინც მის საწოლს შეეხება, სამოსელი გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე. ვინც იქ დაჯდება, სადაც ლორწომდინარი იჯდა, გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და იქნება უწმიდური საღამომდე. ლორწომდინარის სხეულის შემხებმა სამოსელი უნდა გაირეცხოს, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე. თუ ლორწომდინარი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, გაირეცხოს მან სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე. ყოველი დასაჯდომი, რომლითაც ლორწომდინარი მგზავრობდა, უწმიდურია. ყოველი შემხები იმისი, რაც მის ქვეშ იყო, უწმიდური იქნება საღამომდე. ყველას, ვისაც კი ლორწომდინარი შეეხება და ხელი წყალში არ ექნება დაბანილი, უნდა გაირეცხოს სამოსელი, დაიბანოს წყლით და უწმიდური იქნება საღამომდე. თიხის ჭურჭელი, რომელსაც ლორწომდინარი შეეხება, დაიმსხვრეს, ხოლო ყოველ ხის ჭურჭელში წყალი უნდა იქნას გამოვლებული. როდესაც გასუფთავდება ლორწომდინარი გამონადენისგან, გადაითვალოს შვიდი დღე განწმედიდან და გაირეცხოს სამოსი, გამდინარე წყალში დაიბანოს სხეული და სუფთა იქნება.
ლევიანნი 16:26-28
ვინც გაუშვა განტევების ვაცი, გაირეცხოს სამოსი, წყალში განიბანოს სხეული და მერე დაბრუნდეს ბანაკში. ცოდვისთვის შენაწირი მოზვერი და ვაცი, რომელთა სისხლიც გამოსყიდვისთვის იქნა შეტანილი წმიდაში, გაიტანონ ბანაკის გარეთ და ცეცხლში დაწვან მათი ტყავი, ხორცი და განავალი. მათმა დამწველმა კი ჯერ სამოსი გაირეცხოს, სხეული წყალში განიბანოს და მერე დაბრუნდეს ბანაკში.
მეორე რჯული 23:9-11
როცა დაბანაკდები მტრის წინააღმდეგ, ერიდე ყოველგვარ ბოროტებას. თუ იქნება თქვენს შორის კაცი, რომელიც ღამით გამონადენით გაუწმიდურდა, გავიდეს ბანაკის გარეთ და არ შემოვიდეს მასში. საღამო ჟამს წყლით განიბანოს, მზის ჩასვლისას კი შევიდეს ბანაკში.
4 მეფეთა 5:9-14
მივიდა ნაყამანი თავისი ცხენებითა და ეტლით და ელისეს სახლის შესასვლელთან დადგა. მოციქული გაუგზავნა ელისემ და უთხრა: „წადი, შვიდგზის განიბანე იორდანეში, გაგიახლდება ხორცი და გასუფთავდები”. განრისხდა ნაყამანი, წავიდა, თან თქვა: „აჰა, ვიფიქრე, უსათუოდ გამოვა, დადგება და უფლის, თავისი ღმერთის სახელს ახსენებს, კეთრიან ადგილზე დამადებს ხელს და განმკურნავს-მეთქი. განა დამასკოს მდინარეები აბანა და ფარფარი, ისრაელის მთელ წყლებს არ სჯობია? განა იქ ვერ დავიბან და გავსუფთავდები?” გატრიალდა და წავიდა გაჯავრებული. მიეახლნენ მსახურები, ელაპარაკნენ და უთხრეს: „მამავ, დიდი და საძნელო საქმე რომ ეთქვა წინასწარმეტყველს, ხომ გააკეთებდი? მით უმეტეს, როცა გეუბნება: განიბანე და გასუფთავდებიო”. ჩავიდა ღვთისკაცის სიტყვისამებრ, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და გასუფთავდა.
ფსალმუნები 50:7
მასხურე უსუპი და განვიწმიდები; განმბანე და თოვლზე მეტად გავსპეტაკდები.
ებრაელთა 10:19-22
მაშ, ძმანო, რაკი იესოს სისხლის მეშვეობით გაბედულება გვაქვს შევიდეთ წმიდათა წმიდაში, ჩვენთვის ბოძებული ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც გაგვიხსნა, კრეტსაბმელით, – რაც მისი სხეულია, და მღვდელმთავრით ღვთის სახლზე, მივუახლოვდეთ მას მართალი გულებით და სრული რწმენით, ბოროტი სინდისისგან სხურებით გულგაწმედილნი და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.
რიცხვნი 19:17-19
აიღონ უწმიდურისთვის ფერფლი ცოდვის გაწმენდისთვის დამწვარი დეკეულისგან და დაასხან ზედ წყაროს წყალი ჭურჭელში. აიღოს სუფთა კაცმა უსუპი, ამოავლოს ამ წყალში, მოაპკუროს კარავს, მთელ ჭურჭელს და ყველა კაცს, რომელიც იქ იყო და შეეხო ან ძვალს ან მკვდარს ან მოკლულს ან საფლავს. აპკუროს სუფთამ უწმიდურს მესამე და მეშვიდე დღეს და გაიწმიდება მეშვიდე დღეს. გაირეცხოს სამოსელი, წყალში დაიბანოს სხეული და გაიწმიდება საღამოს.
რიცხვნი 19:13
ნებისმიერი, ვინც მკვდარს შეეხო, რომელიმე გარდაცვლილ კაცს და არ განიწმიდა, უფლის აღთქმის კარავი შებილწა მან; უნდა მოისპოს იგი ისრაელისგან, ვინაიდან არ ესხურა ფერფლიანი გამწმენდი წყალი, უწმიდურია იგი და ჯერ კიდევ მასზეა მისი უწმიდურება.
გამოსვლა 30:17-21
უთხრა უფალმა მოსეს: „გააკეთე სპილენძის საბანელი და სპილენძის კვარცხლბეკი განსაბანად, დადგი იგი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და წყალი ჩაასხი შიგ. და განიბანონ მასში აჰარონმა და მისმა ძეებმა ხელები და ფეხები. წყლით განიბანონ საკრებულო კარავში შესვლისას, რათა არ დაიხოცონ; ან, როცა სამსხვერპლოსთან მივლენ უფლისთვის საცეცხლო შესაწირის საკმევად. განიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ. საუკუნო წესად ჰქონდეთ მას და მის შთამომავლობას თაობიდან თაობამდე”.
მეორე რჯული 21:6-9
მოკლულთან ახლოს მდებარე ქალაქის ყველა უხუცესმა ხელი დაიბანოს ხევში კისერგადამტვრეულ დეკეულზე, ილაპარაკებენ და იტყვიან: ჩვენს ხელს არ დაუღვრიაო ეს სისხლი და ჩვენს თვალს არ დაუნახავს; მიუტევე, უფალო, შენს ხალხს, ისრაელს, რომელიც გამოისყიდე და ნუ დაადებ უდანაშაულო სისხლს შენს ხალხს, ისრაელს. და მიეტევებათ მათ ეს სისხლი. უნდა მოაშორო უდანაშაულო სისხლი შენს წიაღს, რომ სწორად მოიქცე უფლის თვალში.