რიცხვნი 6:1-8

By
აპრილი 16, 2015
1 და ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა: 2 განუცხადე ისრაელიანთ და უთხარი: თუ კაცი ან ქალი დადებს მოწმიდარობის აღთქმას, მან თავი წმიდად უნდა მიუძღვნას უფალს; 3 ღვინისა და თაფლუჭისაგან თავი უნდა შეიკავოს; ღვინის და თაფლუჭის ძმარი არ იხმაროს, არც ყურძნის წვენი დალიოს, და არ ჭამოს არც ახალი ყურძენი და არც ჩამიჩი. 4 მთელი თავისი მოწმიდარობის დღეებში არაფერი არ ჭამოს, რაც კეთდება ყურძნისაგან, წიპწიდან ჩენჩომდე. 5 თავისი მოწმიდარობის აღთქმის მთელ დროს სამართებელმა არ გადაიაროს მის თავზე; ვიდრე არ გაუვა უფლის მოწმიდარობის ვადა. წმიდაა იგი და თმა მოიზარდოს თავზე. 6 უფლის მოწმიდარობის დღეებში მკვდარს არ მიეკაროს. 7 თავისი მამის და დედის, ძმისა და დის გამოც არ შეიბილწოს მათი სიკვდილის შემთხვევაში, რადგან მის კისერზეა ღმერთის მოწმიდარობა. 8 მთელი თავისი მოწმიდარობის დღეებში იგი წმიდაა უფლისათვის.

კომენტარის დატოვება

Close
Close