32 და თქვენი გვამები დაიყრება ამ უდაბნოში. 33 და თქვენი ძენი იხეტიალებენ უდაბნოში ორმოც წელს და ეწამებიან თქვენი მეძაობისთვის, სანამ არ გაიხრწნება თქვენი გვამები უდაბნოში. 34 იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, ქვეყანას რომ ზვერავდით: ორმოცი დღე, თითო წელი თითო დღეზე. თქვენი ცოდვებისათვის ორმოცი წელი ეწამებით და გამოსცდით ჩემგან მიტოვებას. 35 მე, უფალი, ვამბობ და თუ ასე არ მოვექცევი ამ ბოროტ თემს, რომელიც ამბოხდა ჩემს წინააღმდეგ: ამ უდაბნოში დაასრულებენ თავინთ სიცოცხლეს და აქ მოკვდებიან.”