რიცხვნი 12:5-9

By
სექტემბერი 20, 2014
5 და ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში, და დადგა კარვის შესასვლელთან, და მოუხმო აარონსა და მირიამს, და ორივე გავიდა. 6 და უთხრა: „ისმინეთ ჩემი სიტყვები: თუ არის ვინმე თქვენგანი უფლის წინასწარმეტყველი, მე, უფალი, ხილვაში ვეცხადები მას, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან. 7 მაგრამ ასე არაა ჩემს მსახურ მოსესთან; მას მინდობილი აქვს მთელი ჩემი სახლი. 8 მასთან მე პირისპირ ვლაპარაკობ, ცხადლივ და არა იგავებით, უფლის სახეს ჭვრეტს იგი. 9 და აღინთო რისხვა უფლისა მათ მიმართ, და წავიდა იგი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close