6 მოისპობა ჩემი ერი უმეცრების გამო, რადგან შენ უარჰყავი ცოდნა, და მეც გადაგაყენებ ჩემს წინაშე მღვდელმსახურებისაგან; და როგორც შენ გაქვს დავიწყებული შენი ღმერთის სიყვარული, მეც დავივიწყებ შენს შვილებს. 7 რაც უფრო მრავლდებიან ისინი, მით მეტად სცოდავენ ჩემს წინაშე; მათ პატივს სირცხვილად ვაქცევ.