ნოე ბიბლიური ციტატები

დაბადება 5:27-29
მეთუშალახის დღეები მთლიანად ცხრაას სამოცდაცხრა წელიწადი იყო და გარდაიცვალა. იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ვაჟი. უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: „ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში უფლის მიერ დაწყევლილ მიწაზე”.

დაბადება 5:32
ნოე ხუთასი წლის იყო, როცა სამი ვაჟი – სემი, ქამი და იაფეთი – შეეძინა.

დაბადება 6:8-9

მხოლოდ ნოემ ჰპოვა მადლი უფლის თვალში. ეს არის ნოეს ამბავი. მართალი, უმწიკვლო კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთის გზებით დადიოდა იგი.

დაბადება 6:11-22
მაგრამ წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ძალადობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და ნახა, რომ წარყვნილიყო, რადგან ყოველ ხორციელს გაერყვნა თავისი ზნე. უთხრა ღმერთმა ნოეს: „დადგა ყოველი ხორციელის აღსასრულის დრო ჩემს წინაშე, რადგან აივსო დედამიწა მათი უსამართლობით; თავიანთ მიწასთან ერთად მოვსპობ მათ. გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ოთახები გაუკეთე კიდობანს და შიგნიდან და გარედან ფისი წაუსვი. ასე უნდა გააკეთო კიდობანი: სიგრძე სამასი წყრთა უნდა ჰქონდეს, სიგანე – ორმოცდაათი და სიმაღლე – ოცდაათი წყრთა. სარკმელი გაუკეთე კიდობანს და ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე. კარი გვერდიდან დაუტანე და ქვედა, შუა და ზედა სართულები გაუკეთე. და აჰა, მოვავლენ წყლით წარღვნას დედამიწაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი არსება, რასაც სიცოცხლის სუნთქვა უდგას. ყოველი მიწიერი მოისპობა დედამიწაზე. შენთან კი აღთქმას დავდებ: შეხვალთ კიდობანში შენ და შენი ძენი, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. ყოველგვარი ცოცხალი არსება, ყოველი ხორციელი წყვილად შეიყვანე კიდობანში, დედალ-მამალი, რომ შენთან ერთად გადარჩნენ. ყოველგვარი ფრინველი, ყოველგვარი პირუტყვი, ყოველგვარი ქვეწარმავალი დაწყვილებული მოვა შენთან, რათა გადარჩნენ. მოიმარაგე ყოველგვარი სანოვაგე, რაც კი იჭმევა და საზრდოდ იქონიე შენთვისაც და მათთვისაც”. და ისე გააკეთა ნოემ ყოველივე, როგორც ღმერთმა უბრძანა. ზუსტად ისე გააკეთა.

დაბადება 9:18-19
ესენი იყვნენ ნოეს ძენი, რომლებიც კიდობნიდან გამოვიდნენ: სემი, ქამი და იაფეთი. და იყო ქამი ქანაანის მამამთავარი. ეს სამნი იყვნენ ნოეს ძეები; და მათგან იქნა დასახლებული მთელი დედამიწა.

დაბადება 7:8-10
ასევე წმიდა და უწმიდური პირუტყვი, ყოველი ფრინველი და ქვეწარმავალი, დაწყვილებულნი შევიდნენ ნოესთან კიდობანში, დედალ-მამალი, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს. და შვიდი დღის შემდეგ წალეკა წარღვნამ დედამიწა.

დაბადება 8:1
და გაიხსენა ღმერთმა ნოე, ასევე ყოველი ცხოველი და ყოველი პირუტყვი, მასთან ერთად რომ იყვნენ კიდობანში; და მოავლინა ღმერთმა ქარი დედამიწაზე და დაცხრა წყალი.

დაბადება 9:9-11
„აჰა, აღთქმას ვდებ თქვენთან და თქვენს შთამომავლობასთან, ყოველ სულდგმულთან, რომელიც თქვენთანაა: ფრინველთან, პირუტყვთან და მიწის ყოველ მხეცთან, რომელიც თქვენთანაა, ყველასთან, ვინც კიდობნიდან გამოვიდა. აღთქმას გიდებთ, რომ ამიერიდან წარღვნის წყლებით არცერთი ხორციელი აღარ მოისპობა და წარღვნა აღარასოდეს მოხდება დედამიწის დასაღუპად”.

დაბადება 9:28-29
იცოცხლა ნოემ წარღვნის შემდეგ სამას ორმოცდაათი წელი. და იყო ნოეს დღეები სულ ცხრაას ორმოცდაათი წელი და გარდაიცვალა.

ეზეკიელი 14:14
ეს სამი კაციც რომ აღმოჩენილიყო მასში – ნოე, დანიელი და იობი, თავისი სიმართლით მხოლოდ საკუთარ სულებს გადაირჩენდნენ!” – ამბობს უფალი ღმერთი,

მათეს 24:37-39
როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც. რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე, და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა – ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.

ებრაელთა 11:7
რწმენით მიიღო ნოემ გაფრთხილება იმაზე, რაც ჯერ არ იყო ხილული და ღვთისმოშიშებით გაამზადა კიდობანი თავისი სახლის გადასარჩენად; ამით მსჯავრი დასდო ქვეყნიერებას და სიმართლის მემკვიდრე გახდა რწმენის მიხედვით.

1 პეტრეს 3:20
ოდესღაც რომ არ დაემორჩილნენ ღმერთს, რომელიც სულგრძელობით მოელოდა მათ ნოეს დღეებში, სანამ მზადდებოდა კიდობანი, რომელშიც ცოტა, ანუ რვა სული გადარჩა წყლისაგან;

2 პეტრეს 2:5
არც პირველი წუთისოფელი დაინდო, რვა სულის გარდა, შეინახა ნოე – სიმართლის მქადაგებელი, როცა წარღვნა მოუვლინა უღვთოთა ქვეყანას;

Close
Close