35 და ჩვენ ვიკისრეთ ჩვენი მიწის პირველნაყოფისა და ყოველი ხეხილის პირველნაყოფის წლითიწლობით უფლის სახლში მიტანა, 36 ასევე ჩვენი ძეებიდან პირმშოების, ჩვენი პირუტყვიდან პირველმოგებულებისა, როგორც რჯულში სწერია, და ჩვენი ცხვარ-ძროხის პირველმოგებულების მიყვანა მღვდლებთან, ღვთის სახლში რომ მსახურობენ. 37 ასევე ჩვენი პირველი ცომისა, ჩვენი შესაწირავისა, ყველა ხეხილის ნაყოფისა, მაჭრისა და ზეთისა მღვდლებთან, ღვთის სახლის ოთახებში მიტანა. ასევე ჩვენი მიწიდან მეათედისა ლევიანთათვის; სწორედ ეს ლევიანები არიან, მეათედს რომ იღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.