მთავარითემები „ნ"ნამდვილი შენაძენი

ნამდვილი შენაძენი

6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 3:14
    რადგან სიბრძნის მოხვეჭა ვერცხლის მოხვეჭას სჯობს, და მისი ქონა ხალასი ოქროს ქონას აღემატება.
  2. ფსალმუნები 118:36
    შენი მოწმობებისკენ მიმართე ჩემი გული და არა ანგარებისკენ.
  3. ესაია 48:17
    ასე ამბობს უფალი, შენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, გასწავლი, რათა სარგებელი ნახო, იმ გზაზე წაგიძღვები, რომელზეც უნდა იარო;
  4. 1 ტიმოთეს 6:6
    აჰა, დიადი შენაძენია ღვთისმოსაობა კმაყოფილებასთან ერთად!
  5. ფილიპელთა 1:21
    რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი - მონაგები.
  6. დაბადება 4:1
    შეიცნო ადამმა ევა, თავისი ცოლი. დაორსულდა ევა, შვა კაენი და თქვა: „უფლის წყალობით კაცი შემეძინა”.

← ყველა თემა „ნ"-ზე

Close
Close