ფსალმუნები 94:1-2
მოდით, ვუგალობოთ უფალს, სიხარულით შევღაღადოთ ჩვენი ხსნის ბურჯს! სამადლობელით წარვდგეთ მის წინაშე, და სიხარულის ხოტბა შევასხათ მას.
ეფესელთა 5:19
ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში.
ებრაელთა 2:12
და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, კრებულს შორის გიგალობ შენ.”
ფსალმუნები 70:23
იხარებენ ჩემი ბაგენი, როს გიგალობებ შენ, და ჩემი სულიც, შენ რომ იხსენი.
გამოსვლა 15:1
მაშინ უგალობეს მოსემ და ისრაელიანთ ეს საგალობელი უფალს: „ვუგალობ უფალს, რადგან იგი ძლიერ განდიდდა. ცხენი და მხედარი ზღვაში ჩაყარა.
ფსალმუნები 104:2
ადიდეთ იგი, უგალობეთ მას, აუწყეთ მისი სასწაულები!
ფსალმუნები 48:4
ყურს მივუგდებ იგავს, ქნარზე ამოვხსნი ჩემს გამოცანას.
ფსალმუნები 100:1
წყალობასა და სამართალს ვიმღერებ; შენ გიგალობებ, უფალო.
ფსალმუნები 149:1-5
ადიდეთ უფალი! უგალობეთ უფალს გალობა ახალი, დიდება მისი წმიდათა კრებულში! იხაროს ისრაელმა თავისი შემოქმედით, იზეიმონ სიონის ძეებმა თავიანთი მეუფით! განადიდონ მისი სახელი როკვით, დაფით და ქნარით უგალობონ მას! რადგან ისურვებს უფალი თავის ხალხს, დაამშვენებს თავმდაბლებს გამარჯვებით. იმხიარულონ წმიდებმა ღირსებით, იღაღადონ სიხარულით თავიანთ სარეცლებზე.
ფსალმუნები 97:4
შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყანავ! შესძახეთ სიხარულით, უგალობეთ დიდება!
მსაჯული 5:3
ისმინეთ, მეფენო, ყური მომაპყარით, მთავარნო: ეს მე ვარ, მე ვუგალობებ უფალს, მე ვუმღერი უფალს, ისრაელის ღმერთს.
კოლოსელთა 3:16
ქრისტეს სიტყვა უხვად დაემკვიდროს თქვენში. ყოველი სიბრძნით დაარიგეთ ერთმანეთი ფსალმუნებით, ჰიმნებით და სასულიერო საგალობლებით უგალობეთ მადლიერებით ღმერთს თქვენს გულებში.
ფსალმუნები 97:1-7
უგალობეთ უფალს ახალი გალობა! რადგან სასწაულები მოიმოქმედა მან! გამარჯვება მოუტანა მას მისმა მარჯვენამ და წმიდა მკლავმა. გააცხადა უფალმა ხსნა მისმიერი, სიმართლე თვისი გადაშალა ერების თვალწინ. გაუხსენა თავისი წყალობა და ჭეშმარიტება ისრაელის სახლს; დედამიწის ყველა კუთხემ იხილა ჩვენი ღმერთის გამარჯვება. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყანავ! შესძახეთ სიხარულით, უგალობეთ დიდება! უგალობეთ უფალს ქნარით, ქნარით და გალობის ხმით! რქითა და ბუკის ხმით შეჰღაღადეთ აღფრთოვანებით მეუფეს, უფალს! ახმაურდეს ზღვა და მისი სავსება, მსოფლიო და მისნი მკვიდრნი!
გამოცხადება 14:3-4
ისინი გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. და არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა დედამიწისაგან გამოსყიდული 144 ათასისა. ეს ისინი არიან, რომლებიც არ შებილწულან დედაკაცებთან, რადგან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფნი ღმერთისა და კრავისათვის.
ფსალმუნები 134:3
ადიდეთ უფალი, რადგან კეთილია უფალი; უგალობეთ მის სახელს, რადგან სასურველია.
ამოსი 6:5
მღერით ქნარის ხმაზე და თავი მოგაქვთ, თითქოს დავითივით ფლობდეთ საკრავს.
ფსალმუნები 56:7
წრფელია ჩემი გული, ღმერთო, წრფელია ჩემი გული! გიმღერებ და გიგალობებ!
2 ნეშტთა 5:13
ხმაშეწყობილნი იყვნენ მესაყვირენი და მგალობელნი, რათა ერთხმად ეგალობათ უფლისთვის და ედიდებინათ, და როცა იქუხა საყვირების და წინწილების ხმამ, უფლის ქებით: „რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.“ მაშინ უფლის სახლი ღრუბელმა აავსო,
მსგავსი თემები: