მთელი სიცოცხლე ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 29:5
რადგან წამიერია მისი რისხვა, მისი წყალობა კი – მთელი სიცოცხლე; ღამით გლოვა დაისადგურებს, განთიადისას კი – სიხარულის ყიჟინა.

ფსალმუნები 22:6
ასე, სიკეთე და წყალობა დამედევნება კვალდაკვალ, ყოველ დღეს ჩემი სიცოცხლისა; და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.

ესაია 65:22
სხვათა საცხოვრებლად არ ააშენებენ და სხვათა საჭმელად არ გააშენებენ, რადგან დღეები ჩემი ხალხისა ხის დღეებივით იქნება და თვითონვე გაცვეთენ თავიანთი ხელის ნამოქმედარს ჩემი რჩეულნი.

ფსალმუნები 127:5
გაკურთხოს უფალმა სიონიდან; იერუსალიმის სიკეთეს უყურე მთელი შენი სიცოცხლე;

იერემია 52:33
გამოიცვალა იეჰოიაქინმა საპატიმრო სამოსელი და მუდამ მეფის წინაშე ჭამდა პურს, მთელი თავისი სიცოცხლის დღეებში.

იერემია 52:34
შეუწყვეტელი საზრდო ეძლეოდა მას ბაბილონის მეფისგან, ყოველდღიური წილი, სიკვდილის დღემდე, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე.

იერემია 52:11
მერე თვალები დათხარა ციდკიაჰუს და ბორკილები დაადო; წაიყვანა ბაბილონის მეფემ ბაბილონში და სიკვდილის დღემდე საპყრობილეში ჰყავდა.

ლუკას 1:75
სიწმიდესა და სიმართლეში მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში.

დაბადება 3:14
უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: „რადგან ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ველის ყველა ცხოველს შორის! მთელი შენი სიცოცხლე მუცლით იხოხებ და მტვერს შეჭამ!

ებრაელთა 2:15
და გაათავისუფლოს ისინი, ვინც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლე მონობაში იყო.

Close
Close