მშობლიური სიყვარული ბიბლიური ციტატები

ეფესელთა 6:4
თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

დაბადება 37:35
ცდილობდნენ მისი ძენი და ასულნი ნუგეში ეცათ მისთვის, მაგრამ არ ინება ნუგეშისცემა. თქვა: „მგლოვიარე ჩავალ ჩემს შვილთან შავეთში!” და დაიტირა იოსები მამამისმა.

დაბადება 42:38
მაგრამ უთხრა მას მამამისმა: „არ წამოვა თქვენთან ერთად ჩემი ძე, რადგან მკვდარია მისი ძმა და ესღა დამრჩა. და თუ ხიფათი შეემთხვევა გზაზე, სადაც მიდიხართ, გამწარებულს ჩაიყვანთ ჩემს ჭაღარას შავეთში”.

დაბადება 46:30
უთხრა ისრაელმა იოსებს: „ახლა თუნდაც მოვკვდე, რაკი ვიხილე შენი სახე, რადგან ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ!”

2 მეფეთა 12:16
ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს.

2 მეფეთა 13:39
და ენატრებოდა მეფე დავითს აბესალომის ნახვა, რადგან გაუქარვდა მწუხარება ყამნონის გამო, რომელიც მოუკვდა.

2 მეფეთა 18:5
უბრძანა მეფემ იოაბს, აბიშაისა და ითაის: „დაზოგეთ ყმაწვილი აბესალომი!” მთელმა ხალხმა გაიგონა, რაც უბრძანა მეფემ სარდლებს აბესალომის შესახებ.

მარკოზის 5:23
ევედრებოდა და ეუბნებოდა: „ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.

მარკოზის 9:24
ბავშვის მამამ იმწამსვე შესძახა ცრემლმორეულმა: „მწამს! უშველე ჩემს ურწმუნოებას”.

ლუკას 15:20
ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.

იგავნი 22:6
გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.

რომაელთა 5:8
ღმერთი კი იმით გვიჩვენებს თავის სიყვარულს ჩვენდამი, რომ ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით, როცა ქრისტე მოკვდა ჩვენთვის.

იგავნი 13:24
წკეპლის დამზოგავს სძულს თავისი ძე, შვილის მოყვარული კი გულმოდგინედ წვრთნის მას.

ებრაელთა 12:6
რადგან ვინც უყვარს, იმას წვრთნის უფალი. სცემს ყოველ შვილს, ვისაც ღებულობს”.

2 მეფეთა 18:33
შეძრწუნდა მეფე. კარიბჭის ერდოზე ავიდა და თან მოსთქვამდა: „შვილო, აბესალომ! შვილო, აბესალომ! ნეტავ მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ! შვილო, აბესალომ! შვილო!”

იგავნი 28:7
რჯულის დამცველი შვილი გონიერია, გაუმაძღართა მეგობარი კი არცხვენს მამამისს.

იგავნი 29:15
წკეპლა და დარიგება სიბრძნეს იძლევა, ხოლო მიშვებული ყმაწვილი დედას არცხვენს.

იგავნი 10:1
იგავნი სოლომონისა: ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნური შვილი კი დედის დარდია.

იგავნი 17:25
ბრიყვი შვილი მამის ჯავრია და სიმწარე მშობელისათვის.

იგავნი 29:3
სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს, მეძავთა მადევარი – ქონებას ანიავებს.

იგავნი 15:20
ბრძენი შვილი მამას ახარებს, უგუნურს კი სძულს საკუთარი დედა.

იგავნი 23:24
ლხენით ილხენს მართლის მამა და ბრძენის მშობელი იხარებს მისით.

იგავნი 27:11
ბრძენი იყავ შვილო და გული გამიხარე, რათა პასუხი გავცე ჩემზე აუგის მთქმელს.

ლუკას 15:23-24
მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ! ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა.

1 მეფეთა 10:2
დღესვე, ჩემგან რომ წახვალ, ორ კაცს შეხვდები რახელის სამარხთან ცელცახში, ბენიამინის საზღვარზე. გეტყვიან: ნაპოვნია ვირები, რომელთა საძებრადაც წახვედი; აჰა, დაავიწყდა მამაშენს ვირები და შენზე დარდობს: რა ვიღონო ჩემი შვილისთვისო?

დაბადება 37:14
უთხრა: „წადი და ნახე, მშვიდობით არიან თუ არა შენი ძმები და ფარა და მომიტანე ამბავი”. გაგზავნა ხებრონის ველიდან და მივიდა შექემს.

ესთერი 2:11
ყოველდღე მიმოდიოდა მორდექაი ქალთა სახლის ეზოს წინ, რომ ესთერის მდგომარეობა და ამბავი გაეგო.

1 მეფეთა 2:19
პატარა სამოსელს უმზადებდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ამოდიოდა ქმართან ერთად ყოველწლიური მსხვერპლის შესაწირად.

მათეს 7:11
მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.

იესო ნავეს ძე 15:19
უპასუხა: „მაკურთხე, და რადგან ნეგები ანუ სამხრეთის მიწა გაქვს მოცემული, ბარემ წყაროებიც მომეცი”. და მანაც მისცა ზემო და ქვემო წყაროები.