13 და მოვიდა გედეონი. და აჰა, ერთი კაცი სიზმარს უყვება თავის მოყვასს და ეუბნება: „აჰა, სიზმარი მესიზმრა: ვითომც ქერის პური დაგორდა მიდიანის ბანაკისკენ, კარავს რომ მიაღწია, დაეჯახა და დასცა, თავდაყირა დააყენა კარავი, და დაემხო კარავი.“ 14 მეორემ მიუგო და უთხრა: „ეს სხვა რა უნდა იყოს, თუ არა მახვილი გედეონისა, იოაშის ძისა, ისრაელიანისა; მის ხელში ჩაუგდია ღმერთს მიდიანი და მთელი ბანაკი.“ 15 და როცა გედეონმა ამ სიზმრის მოყოლა და მისი ახსნა მოისმინა, თაყვანი სცა უფალს და აბრუნდა ისრაელის ბანაკში, და თქვა: „ადექით, რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ მიდიანის ბანაკი.“