ლუკას 2:52
ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.
1 მეფეთა 2:26
ყრმა სამუელი კი იზრდებოდა და სიკეთე ემატებოდა უფლისა და ხალხის წინაშე.
ლუკას 1:80
ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.
ლუკას 2:40
ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე.
1 კორინთელთა 13:11
როცა ბავშვი ვიყავი, ბავშვურად ვმსჯელობდი. როცა კაცი გავხდი, ყოველივე ბავშვური მივატოვე.
1 იოანეს 2:13-14
თქვენ გწერთ, მამანო, რადგან შეიცანით ის, რომელიც დასაბამიდანვეა. თქვენ გწერთ, ჭაბუკნო, რადგან სძლიეთ ბოროტს. მე მოგწერეთ თქვენ, ყრმანო, რადგან შეიცანით მამა. მოგწერეთ თქვენ, მამანო, რადგან თქვენ შეიცანით ის, ვინც დასაბამიდანვეა. თქვენ მოგწერეთ ჭაბუკნო, რადგან ძლიერები ხართ, ღვთის სიტყვა იმყოფება თქვენში და სძლიეთ ბოროტს.
1 პეტრეს 2:2
როგორც ახალშობილმა ყრმებმა, ინატრეთ სუფთა სულიერი რძე, რათა იმით გაიზარდოთ ხსნისათვის.
ეფესელთა 4:14
რათა აღარ ვიყოთ ბავშვები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველგვარი ქარი ადამიანთა ცბიერებით, ცდუნების მზაკვრული ხელოვნებით,
რიცხვნი 1:2-3
„აღრიცხეთ ისრაელის ძეთა მთელი თემი მათი საგვარეულოების, მათი მამისსახლების, სახელთა რიცხვის მიხედვით, ყოველი მამაკაცი მათი სულადობით. ოცი წლისა და უფროსი, ყოველი ლაშქარში გამსვლელი ისრაელის ძე აღრიცხეთ მათი ლაშქრების მიხედვით – შენ და აარონმა.