ესაია 64:3
როცა ახდენდი საოცრებებს, რომელთაც არ ველოდით, ჩამოდიოდი და მთები ირყეოდნენ შენ წინაშე.
ლუკას 12:40
ამიტომ მზად იყავით, რადგან, როცა არ მოელით, მაშინ მოვა ძე კაცისა“.
მათეს 24:44
ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
მათეს 24:50
მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
ლუკას 12:46
მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, რომელზეც არ ფიქრობს, და იმ ჟამს, როცა არ იცის, შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს.
ფსალმუნები 34:8
უბედურება დაატყდეს მათ უცაბედად! თავიანთ მომზადებულ მახეში გაებნენ და დასაღუპად ჩავარდნენ მასში;
რიცხვნი 35:22
მაგრამ თუ უნებლიეთ, მტრობის გარეშე უბიძგა მას ან განუზრახველად ესროლა რაიმე,
მიქა 5:7
იქნება იაკობის ნატამალი უამრავ ხალხთა შორის, როგორც ცვარი უფლისა, როგორც შხაპუნა წვიმა ბალახზე; რადგან ღმერთზე იქნებიან დამოკიდებულნი და არა კაცზე.
იოანეს 3:8
ქარი ქრის, სადაც მოისურვებს; მისი ხმა გესმის, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის და სად მიდის. ასევეა ყველა, ვინც სულისგან არის შობილი“.
იოანეს 16:1
„ეს ყველაფერი გითხარით, რათა არ დაბრკოლდეთ.
2 კორინთელთა 8:5
და გაიღეს არა მარტო ის, რისი მოლოდინიც გვქონდა, არამედ მათ საკუთარი თავი მისცეს ჯერ უფალს და მერე ჩვენც, ღვთის ნებით;