მოციქულთა ძალაუფლება ეკლესიაში – ბიბლიური ციტატები

2 კორინთელთა 13:10
ამიტომ ვწერ ამას შორიდან, რათა მოსვლისას არ მოვიქცე მკაცრად იმ ძალაუფლებისამებრ, რომელიც უფალმა მომცა აღსაშენებლად და არა დასანგრევად.

2 კორინთელთა 10:8
და თუ უფრო მეტად დავიქადნი ჩვენი ხელმწიფებით, რომელიც უფალმა მოგვცა აღსაშენებლად და არა თქვენს დასაქცევად, არ შევრცხვები.

საქმეები 4:34-35
არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველა, ვისაც ყანები ან სახლები ჰქონდა, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა და დებდა მოციქულთა ფეხთით, და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა ესჭიროებოდა.

საქმეები 6:1-6
იმ დღეებში, როდესაც მოწაფეების რიცხვი იზრდებოდა, ბერძნულად მოლაპარაკეებმა დაიწყეს ჩივილი ებრაელთა წინააღმდეგ, რომ მათი ქვრივების უგულებელყოფა ხდებოდა ყოველდღიური მომსახურებისას. წინააღმდეგ, რომ მათი ქვრივების უგულებელყოფა ხდებოდა ყოველდღიური მომსახურებისას. მაშინ თორმეტმა მოიწვია ყველა მოწაფე და უთხრა: „არ შეგვშვენის ჩვენ ღმერთის სიტყვის მიტოვება და სუფრების მომსახურება. ამოირჩიეთ, ძმებო, თქვენგან შვიდი სარწმუნო, სულიწმიდით და სიბრძნით აღსავსე კაცი და ისინი გავამწესოთ ამ საქმეზე. ჩვენ კი ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ დრო.“ ყველას მოეწონა ეს სიტყვა. და ამოირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულიწმიდით სავსე კაცი, და ფილიპე, პროხორი, ნიკანორი, ტიმონი, პარმენა და ნიკოლოზი – ანტიოქიელი რჯულშეცვლილი. წარუდგინეს ისინი მოციქულებს, ილოცეს და ხელები დაადეს მათ.

საქმეები 16:4
ქალაქებში გავლისას ისინი ასწავლიდნენ, რომ დაეცვათ მოციქულთა და უხუცესთა მიერ იერუსალიმში დადგენილი წესები.

1 თესალონიკელთა 4:2
რადგან იცით, როგორი მცნებანი მოგეცით თქვენ უფალი იესოსგან,

გალატელთა 1:11-12
ხოლო გაუწყებთ თქვენ, ძმებო, რომ სახარება, რომელსაც ვახარებ, არ არის კაცისმიერი. რადგან არ მიმიღია და არ მისწავლია მე იგი კაცისაგან, არამედ მივიღე იესო ქრისტეს გამოცხადებით.

1 თესალონიკელთა 2:4-9
არამედ ვლაპარაკობთ, როგორც ღმერთისაგან გამოცდილები, რომელთაც მოგვენდო სახარება; და ჩვენ ვაამებთ არა ადამიანებს, არამედ ღმერთს, რომელიც გამოსცდის ჩვენს გულებს. რადგან, როგორც იცით, არასოდეს გვითქვამს პირმოთნე სიტყვა და არც ანგარებიანი ზრახვა გვქონია, ღმერთია მოწამე. არ ვეძებთ დიდებას არც ადამიანთაგან, არც თქვენგან, არც სხვებისაგან. თუმცა შეგვეძლო მომთხოვნები ვყოფილიყავით, როგორც ქრისტეს მოციქულები, მაგრამ გულკეთილად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავის ბალღებზე რომ ზრუნავს. ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალეებს, გვსურდა გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღმერთის სახარება, არამედ ჩვენი სულებიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღე და ღამე ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ასე ვქადაგებდით თქვენს შორის ღმერთის სახარებას.

1 თესალონიკელთა 4:8
ამის უარმყოფელი ადამიანს კი არ უარყოფს, არამედ ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის წმიდა სულს.

საქმეები 14:23
ხელი დაადეს უხუცესებს თითოეულ მათ ეკლესიაში და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.

საქმეები 5:1-5
ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან, საპფირასთან ერთად გაყიდა მიწის ნაკვეთი და გადამალა საფასურიდან – ეს მისმა ცოლმაც იცოდა – რაღაც ნაწილი კი მოიტანა და დადო მოციქულთა ფეხთით. უთხრა პეტრემ: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ სულიწმიდის მოსატყუებლად და გადამალე მიწის საფასური? სანამ გაყიდიდი, შენი არ იყო? და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რატომღა ჩაიდე ეს საქმე გულში? ადამიანებს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.“ როცა ეს სიტყვები მოისმინა ანანიამ, დაეცა და სული განუტევა. დიდმა შიშმა მოიცვა ყველა, ვინც ეს გაიგო.

1 კორინთელთა 5:3-5
მე, თუმცა სხეულით არა ვარ თქვენთან, მაგრამ სულით თქვენთან მყოფმა, უკვე დავდე მსჯავრი მას, ვინც ასეთი საქმე ჩაიდინა: ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, როდესაც შეიკრიბებით, ჩემი სულის თანდასწრებით, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ძალით, გადაეცეს ასეთი კაცი სატანას ხორცის დასაღუპად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის დღეს.

2 კორინთელთა 11:7-9
ანდა, ნუთუ ცოდვა ჩავიდინე თავის დამდაბლებით, რათა თქვენ ამაღლებულიყავით, რადგან უსასყიდლოდ გახარებდით ღმერთის სახარებას? სხვა ეკლესიებს ვართმევდი, ვიღებდი მათგან გასამრჯელოს, რათა თქვენ მოგმსახურებოდით. ხოლო როცა თქვენთან ვიყავი და მაკლდა კიდეც, არავინ შემიწუხებია. რადგან ნაკლულებას მივსებდნენ მაკედონიიდან მოსული ძმები და ყველაფერში ვცდილობდი ტვირთად არ დაგწოლოდით თქვენ, და კვლავაც ვეცდები.