11 მისი მთავრები ქრთამით სჯიან სამართალს და მისი მღვდლები გასამრჯელოს იღებენ დამოძღვრაში; მისი წინასწარმეტყველნი ვერცხლზე მისნობენ, უფალს კი იშველიებენ და ამბობენ: განა ჩვენს შორის არ არისო უფალი? უბედურება არ გვეწვევაო. 12 ამიტომაც თქვენს გამო საყანესავით გადაიხვნება სიონი და იერუსალიმი ნანგრევთა გორებად იქცევა, ტაძრის მთა კი – ტყიან ბორცვად.