მიღწევა ბიბლიის მუხლები

2 ტიმოთეს 3:17
რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული.

დაბადება 41:41-43
და უთხრა ფარაონმა იოსებს: „აჰა, დამიდგენიხარ მთელი ეგვიპტის ქვეყანაზე.” და მოიძრო ფარაონმა ხელიდან თავისი ბეჭედი, და გაუკეთა იოსებს ხელზე და შემოსა იგი ბისონის სამოსლით, და ჩამოჰკიდა მას ოქროს შიბი კისერზე. ბრძანა მოეტარებინათ იგი თავისი მეორე ეტლით. და გამოეცხადებინათ მის წინაშე: “დაიჩოქეთ” და დაადგინა იგი მთელი ეგვიპტის ქვეყანაზე.

დანიელი 4:30
ალაპარაკდა მეფე და თქვა: „ეს ის დიდებული ბაბილონი არ არის, რომელიც სამეფო სახლად ავაშენე ჩემი ხელმწიფების ძალით, ჩემი სიდიადის საქებრად?”

2 კორინთელთა 5:7
ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.

ფილიპელთა 4:13
ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში.

ეკლესიასტე 2:11
შემდეგ დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა გააკეთეს, და ნაშრომს, შრომით რომ გავაკეთე: და ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო და სარგებელი ვერაფერი ვპოვე მზის ქვეშ.

ფილიპელთა 1:6
დარწმუნებული ვარ, რომ დამწყები თქვენში კეთილი საქმისა შეასრულებს კიდეც მას იესო ქრისტეს დღემდე.

2 კორინთელთა 10:18
ვინაიდან, ის კი არ არის მოწონებული, ვინც თავს იქებს, არამედ – ვისაც უფალი აქებს.