მღვდლობა ახალ აღთქმაში ბიბლიური ციტატები

მათეს 8:4
უთხრა მას იესომ: „იცოდე, არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე ძღვენი, მოსემ რომ დაადგინა მათდა დასამოწმებლად”.

ებრაელთა 7:11
მაშ, ლევიანური მღვდელმსახურებით რომ მიიღწეოდეს სრულქმნა (ვინაიდან მისი საშუალებით მიეცა ხალხს რჯული), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის აღდგომა მელქისედეკის წესით, ნაცვლად იმისა, რომ აჰარონის წესით წოდებულიყო?

ებრაელთა 7:14-16
რადგან ცხადია, რომ ჩვენი უფალი იუდასგან ამობრწყინდა, ამ ტომის მღვდლობაზე კი არაფერი უთქვამს მოსეს. და კიდევ უფრო ნათელია ის, რომ მელქისედეკის მსგავსად აღდგება სხვა მღვდელი, რომელიც ხორციელი აღთქმის რჯულის მიხედვით კი არ არის მღვდელი, არამედ უსასრულო სიცოცხლის ძალით.

ებრაელთა 7:17
ვინაიდან დამოწმებულია: „შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით”.

ებრაელთა 5:1
ვინაიდან ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დადგენილი ღვთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის,

ებრაელთა 5:4-5
და არავინ თავისით არ ღებულობს ამ პატივს, არამედ ის, ვინც ღმერთის მიერაა მოწოდებული, როგორც აჰარონი. არც ქრისტეს განუდიდებია თავი, რომ მღვდელმთავარი გამხდარიყო, არამედ იმან, ვინც უთხრა მას: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ”.

ებრაელთა 5:10
და ღვთის მიერ ეწოდა მას მღვდელმთავარი მელქისედეკის წესით.

ებრაელთა 7:12-13
რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც. ვინაიდან ის, ვისზედაც ლაპარაკია, ეკუთვნოდა სხვა ტომს, საიდანაც არავინ მიკარებია სამსხვერპლოს;

ებრაელთა 7:23-24
გარდა ამისა, მღვდლები ბევრნი იყვნენ, რადგან სიკვდილის გამო ვერ რჩებოდნენ სამსახურში. ხოლო მას, იმის გამო, რომ უკუნისამდე რჩება, მარადიული მღვდლობა აქვს.

ებრაელთა 10:11-12
მღვდლები კი დგანან ყოველდღიურ მსახურებად და მრავალგზის სწირავენ ერთსა და იმავე მსხვერპლს, რომელთაც არ ძალუძთ ცოდვების მოსპობა. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისთვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ.

ებრაელთა 9:26
მაშინ მას წუთისოფლის დასაბამიდან მრავალგზის მოუხდებოდა ტანჯვა, ის კი ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით აღეკვეთა ცოდვა,

ებრაელთა 9:12
არა ვაცთა და ზვარაკთა სისხლით, არამედ საკუთარი სისხლით შევიდა ერთხელ წმიდათა წმიდაში და მოგვიპოვა საუკუნო გამოსყიდვა.

ებრაელთა 10:14
რადგან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.

ებრაელთა 10:1
რჯული, რომელიც მომავალ სიკეთეთა აჩრდილია და არა ნამდვილი გამოსახულება ამ სიკეთისა, ყოველ წელს მუდმივად შეწირული ერთი და იმავე მსხვერპლით, ვერასოდეს შეძლებს სრულყოს მასთან მისულები.

ებრაელთა 7:28
ვინაიდან რჯული უძლურ ადამიანებს ადგენს მღვდელმთავრებად, ხოლო რჯულის შემდგომ მოსულმა ფიცის სიტყვამ დაადგინა ძე, უკუნისამდე სრულქმნილი.

ებრაელთა 4:14
გვყავს რა დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ზეცა განვლო, – იესო, ძე ღვთისა, მტკიცედ გვეპყრას ჩვენი აღსარება.

ებრაელთა 7:26
ასეთი მღვდელმთავარი გვესაჭიროება ჩვენ: წმიდა, უბრალო, უმანკო, ცოდვილთაგან განრიდებული და ცათა ზემოთ ამაღლებული,

1 პეტრეს 2:9
თქვენ კი რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი, რათა გამოაცხადოთ მისი სათნოება, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი სინათლისკენ გამოგიხმოთ.

1 პეტრეს 1:15
არამედ ისეთი წმიდანი იყავით ყოველ საქციელში, როგორი წმიდაცაა იგი, ვინც თქვენ მოგიწოდათ.

1 პეტრეს 2:5
თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,

რომაელთა 12:1
ამიტომ, გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება.

ფილიპელთა 4:18
ყოველივე მივიღე და უხვად მაქვს; კმაყოფილი ვარ, რომ მივიღე ეპაფროტიდესგან თქვენს მიერ გამოგზავნილი კეთილსურნელება, საამებელი მსხვერპლი, ღვთისთვის მოსაწონი.

ებრაელთა 13:15
მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.

2 კორინთელთა 5:20
ამგვარად, ჩვენ ქრისტეს ელჩები ვართ და ვითომც თავად ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს.

ეფესელთა 3:7-11
სწორედ ამ სახარების მსახური გავხდი ღვთის მადლის ნიჭით, ჩემთვის მოცემული მისი ძალის მოქმედებით. მე, ყველა წმიდას შორის უმცირესს, მომეცა ეს მადლი, რათა წარმართთათვის მეხარებინა ქრისტეს აურაცხელი სიმდიდრე და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს გამგებლობა, ყოვლის შემქმნელ ღმერთში. რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე. საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში,

Close
Close