იგავნი 18:24
ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.
იგავნი 22:24-25
ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები; რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ დაუგო.
ეკლესიასტე 4:9-12
ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი გასამრჯელო აქვთ თავიანთ შრომაში. რადგან თუ დაეცემიან, ერთი წამოაყენებს თავის მეგობარს, ხოლო მარტოხელა რომ დაეცეს, მეორე არაა, რომ წამოაყენოს იგი. დაწვებიან ორნი და თბილად იქნებიან. ერთი კი როგორ გათბება? და ერთს თუ დაამარცხებს ვინმე, ორნი დადგებიან მის წინააღმდეგ. სამმაგი ძაფი მალე არ გაწყდება.
იოანეს 15:12-15
ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ. იმაზე დიდი სიყვარული არავის აქვს, როცა ვინმე თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის. თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც მცნებად გიდებთ. მე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრები გიწოდეთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, თქვენ გამცნეთ.
იგავნი 27:5-6
ფარულ სიყვარულს აშკარა მხილება სჯობია. მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.
იგავნი 17:17
მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.
იგავნი 13:20
ბრძენკაცებთან მოსიარულე თავად დაბრძენდება, ბრიყვთა მეგობარი კი გაუბედურდება.
1 თესალონიკელთა 5:11
ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.
იგავნი 27:9
ზეთი და საკმეველი ახარებს გულს, ხოლო მეგობრის სიტკბო გულითად რჩევაშია.
1 კორინთელთა 15:33
ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს.
იობი 6:14
გაწამებულს მეგობრისგან აქვს წყალობა, თუნდაც დაივიწყოს ყოვლადძლიერის შიში.
იგავნი 27:19
როგორც წყალშია სახე სახესთან, ისეა გული ადამიანისა ადამიანთან.
იაკობის 4:4
მრუშნო, განა არ იცით, რომ სოფელთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც სოფელთან მეგობრობა სურს, იგი ღვთის მტერი ხდება.
იობი 29:4-5
როგორც ვიყავი ჩემი შემოდგომის დღეებში, როცა ღვთის მეგობრობა ადგა ჩემს კარავს; 5 როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი, და გარს ჩემი ყმაწვილები მეხვივნენ;
იგავნი 16:28
უკუღმართი კაცი შუღლს ავრცელებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
1 მეფეთა 22:23
ჩემთან დარჩი, ნუ გეშინია, ვისაც ჩემი მოკვლა უნდა, იმას შენი მოკვლაც უნდა. ჩემთან არაფერი გაგიჭირდება.”
ფსალმუნები 40:9
ჩემმა განუყრელმა მეგობარმაც კი, ვისი იმედიც მქონდა, ვინც ჩემს პურს ჭამდა, წიხლი ჩამაზილა.
იგავნი 17:9
დანაშაულის დამფარველი სიყვარულს ეძებს, ხოლო ვინც მეგობრის დანაშაულს შეახსენებს, ის მეგობრებს აშორებს.
იგავნი 25:17
მეზობლის სახლში ხშირად ნუ ივლი, რომ არ მობეზრდე და არ შეგიძულოს.
2 ტიმოთეს 4:16
ჩემი პირველი საპასუხო სიტყვისას არავინ იყო ჩემთან, ყველამ მიმატოვა. ნუ ჩაეთვლებათ მათ.
1 მეფეთა 16:1
და უთხრა უფალმა სამუელს: „როდემდის უნდა წუხდე საულის გამო? ხომ მოვიძულე იგი ისრაელზე მეფობისგან? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის შვილთა შორის დავინახე ჩემთვის მეფე.”