18 როცა ამას ეუბნებოდა მათ, მივიდა მასთან ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: „ეს-ესაა ქალიშვილი მომიკვდა, მაგრამ მოდი, დაადე მას ხელი და იცოცხლებს.“ 19 და წამოდგა იესო, გაჰყვა მას და მასთან ერთად მისი მოწაფეებიც. 20 და აჰა, ერთი ქალი, რომელიც 12 წლის მანძილზე იტანჯებოდა სისხლდენით, უკანიდან მიუახლოვდა მას და შეეხო მისი სამოსის კალთას. 21 რადგან თავისთვის ამბობდა: „მის სამოსსაც რომ შევეხო, განვიკურნები.“ 22 ხოლო იესო შემობრუნდა, დაინახა იგი და უთხრა: „გამხნევდი, ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“ და მაშინვე განიკურნა ქალი. 23 მივიდა იესო მთავრის სახლში, დაინახა იქ მესტვირეები და შეშფოთებული ხალხი, 24 და უთხრა მათ: „გაშორდით აქაურობას, რადგან გოგონა არ მომკვდარა, არამედ სძინავს.“ და დასცინოდნენ მას. 25 და როდესაც გაიყვანეს ხალხი გარეთ, შევიდა, მოჰკიდა ხელი ხელზე და წამოდგა გოგონა.