მათეს 6:16-25

By
დეკემბერი 2, 2014
16 ხოლო როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი თვალთმაქცებივით. რადგან ისინი მწუხარე სახეებს იღებენ, რათა ადამიანებს მმარხველებად აჩვენონ თავი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისინი უკვე იღებენ თავიანთ საზღაურს. 17 ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, იცხე თავზე და დაიბანე პირი, 18 რათა ადამიანებს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულად მყოფ შენს მამას. და შენი მამა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგიზღავს შენ ცხადად. 19 ნუ შეკრებთ საუნჯეს დედამიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ. 20 შეკრიბეთ საუნჯე ცაში, სადაც არც ჩრჩილი და არც ჟანგი სპობს და არც ქურდები თხრიან და იპარავენ. 21 რადგან, სადაც არის შენი საუნჯე, იქ იქნება შენი გულიც. 22 სხეულის სანთელი თვალია. მაშ, თუ შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელი იქნება. 23 ხოლო თუ შენი თვალი ბოროტია, მთელი შენი სხეულიც ბნელი იქნება. თუკი ნათელი, რომელიც შენშია, სიბნელეა, სიბნელე რაოდენიღა იქნება? 24 არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ანდა ერთს შეეთვისება და მეორეს დაამცირებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და სიმდიდრესაც. 25 ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სამშვინველისათვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შეიმოსოთ. განა სიცოცხლე საზრდოზე მეტი არ არის და სხეული – სამოსელზე?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close