მათეს 5:39-48

By
დეკემბერი 2, 2014
39 მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს, არამედ, თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგარტყამს, მეორე ლოყაც მიუშვირე. 40 ვინც მოისურვებს შენთან დავას და შენი პერანგის წაღებას, მოსასხამიც გაატანე. 41 ვინც ერთ მილზე წაყოლას გაიძულებს, ორზე გაჰყევი. 42 ვინც გთხოვს, მიეცი და ზურგს ნუ შეაქცევ მას, ვისაც შენგან სესხება სურს. 43 გსმენიათ, რომ თქმულა: ‘შეიყვარე მოყვასი შენი და შეიძულე მტერი შენი.’44 მე კი გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი მაწყევრები, სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც თქვენ გავიწროებთ და გდევნით. 45 რათა გახდეთ შვილები თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ბოროტთა და კეთილთა თავზე ამოჰყავს და წვიმას უგზავნის მართლებსა და უსამართლოებს. 46 რადგან, თუ თქვენს მოყვარულებს შეიყვარებთ, რა საზღაური გექნებათ? განა მებაჟენიც ასევე არ იქცევიან? 47 და თუ მხოლოდ თქვენს ძმებს მიესალმებით, განსაკუთრებულს რას გააკეთებთ? განა წარმართებიც ასევე არ იქცევიან? 48 მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close