1 მაშინ აყვანილ იქნა იესო სულის მიერ უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. 2 და ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. 3 და მიუხდა მას მაცდური და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“ 4 ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“ 5 მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. 6 და უთხრა მას: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ფეხი არ წამოჰკრა ქვას.’“ 7 უთხრა მას იესომ – დაწერილია ასევე: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.“