1 შაბათის გასულს, ერთშაბათის განთიადისას, მივიდნენ სამარხის სანახავად მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი. 2 და, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა; უფლის ანგელოზი გადმოვიდა ციდან, მივიდა, გადააგორა ლოდი და ზედ დაჯდა. 3 მისი შესახედაობა ელვასავით იყო და მისი სამოსი – თოვლივით სპეტაკი. 4 მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ. 5 მიუგო ანგელოზმა და უთხრა ქალებს: „ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.“ 6 აქ არ არის, აღდგა, როგორც თქვა. მოდით, ნახეთ ადგილი, სადაც ესვენა. 7 და სასწრაფოდ წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ იგი აღდგა მკვდრეთით და, აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ.